x
მეტი
  • 26.06.2024
  • სტატია:135615
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509975
რატომ წავიდა რონალდინიო ბარსადან!!!

”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ უარყო პრესაში არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მან კატალონიური კლუბი ხოსეპ გუარდიოლას გამო დატოვა.
ბრაზილიელი ნახევარმცველის მოღვაწეობა ”ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში დასრულდა, როდესაც კლუბს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა.image არსებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა და მწვრთნელმა საერთო ენა ვერ იპოვნეს.
”სიმართლეა თუ არა, რომ ”ბარსელონა” გუარდიოლას გამო დავტოვე? არა, ეს ასე არ არის. გუარდიოლას თითოეული ნახვისთანავე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. იგი დიდებული მწვრთნელია და ზუსტად ვიცი, რომ ამ სასწაულ ”ბაიერნს” უფრო კარგად აათამაშებს.” - ციტირებს რონალდინიოს La Gazzetta Dello Sport. ბრაზილიელმა ასევე თბილი სიტყვებით მოიხსენია გუარდიოლას წინამორბედი ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე: ”ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი ვისთან ერთადაც მიმუშავია? ფრენკ რაიკაარდი. მან იცის, თუ როგორ ითამაშოს ლამაზი ფეხბურთი და ამავდროულად, მან იცოდა თუ რისი მაქნისი იყო თითოეული ფეხბურთელი. იგი პატივს სცემდა მის განკარგულებაში მყოფ ყველა ფეხბურთელს.”
2003 წლიდან 2008 წლამდე რონალდინიომ ”ბარსაში” 214 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მან შეძლო 94 გოლის გატანა და ასევე 81 საგოლე გადაცემის გაკეთება.

2
308
3-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ავსაჯანიშვილიიი
თორნიკე ავსაჯანიშვილიიი
308
  
რეალის ფანი ვარ მარა ეს მხეცია უდაოდ
2013, 15 მაისი, 14:15
ლეგენდააააა ეს კაციიი...უმაგრესი ფეხბურთელია
0 1 2