x
image
ანარქია
Mediator image
საინტერესო ფაქტი: ექიმებმა გულში ლურსმანგაყრილი დურგალი გადაარჩინეს
imageსაინტერესო ფაქტი:

ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს და ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლე დაუბრუნეს.

19 წლის არგენტინელ დურგალს საამქროში მუშაობის დროს თანამშრომლის მიერ შემთხვევით გასროლილი 8 სანტიმეტრიანი ლურსმანი გულში შეერჭო, ის სასწრაფოდ ბუენოს აირესის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და რენდგენმა აჩვენა, რომ ლურსმანი გულის კედელში ჰქონდა შერჭობილი.

მას გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი ქონდა, მაგრამ ექიმებმა ფარხმალი არ დაყარეს და გადაუდებელი ორსაათიანი ოპერაციის შედეგად პაციენტი გადარჩა. ეს ექიმებისთვისაც გასაოცარი იყო, თან იმდენად, რომ ოპერაცია მხოლოდ ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით ჩაატარეს. ქირურგებმა ძალიან ფრთხილად გახსნეს გულმკერდის ღრუ, რათა ლურსმანი უფრო ღრმად არ შესულიყო გულში.


პაციენტი გადარჩა - ექიმებმა წარმატებით შეასრულეს თავისი საქმე.

0
55
6-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0