x
image
მაკუნა
Mediator image
აგარაკი, რომლის გამოც შესაძლოა ვანო მერაბიშვილი დააკავონ
imageსახელმწიფო საწარმო “მადნეულისა“ და შპს “კვარციტის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ლობჟანიძე, რომელსაც შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და2003 წლიდან დღემდე ოჯახთან ერთად იქცხოვრობს, სამართალს ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების პირობებშიც ვერ პოულობს. არადა ლობჟანიძის აგარაკის საქმეში შს ყოფილი მინისტრი პირდაპირ ფიგურირებს და მხოლოდ სხვის სახლში უკანონოდ ცხოვრება გახდებოდა მისი სისხლის სამართლის პასუხისსგებაში მისაცემად საკმარისი.


geotimes.ge. შვეიცარიაში მყოფ ზურაბ ლობჟანიძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:


-ბატონო ზურაბ, თქვენი აგარაკის საქმე შესაძლოა მერაბიშვილისთვისსაბედისწერო აღმოჩნდეს, თავიდანვე იყო განზრახული ამ სახლის წართმევა, როცა თქვენს მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყეს?


-კვარიათის აგარაკის წართმევას თავიდანვე, 2003-2004 წლებშივე ცდილობდნენ -დავით ბეჟუაშვილი იყო ჩემთან შვეიცარიაში ამ საკითხზე ჩამოსული ორჯერ დამთავრობის სახელით ითხოვდა სახლის გადაფორმებას, მაგრამ არ დავთანხმდი დაამიტომ, უკანონოდ ლუქები დაადეს. მოგვიანებით საქმე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების წაქეზების ბრალდებითაც აღიძრა, საქმის მასალების მიხედვით, თითქოს ჩემი სიდედრი ფატიფერაძე და ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი წავაქეზე, რათა კვარიათის სახლი, რომელიც ფატი ფერაძეზე იყო დარეგისტრირებული, ყაველაშვილისთვის მიეყიდათ, შემდეგ კი შვეიცარულ კომპანია “მეტალიკ 1871 “- ს გამოვასყიდინე.



- თუმცა თქვენს წინააღმდეგ საქმე გაცილებით ადრე აღიძრა ვიდრე კუდი დამერაბიშვილი ძალით დაიკავებდნენ აგარაკს, თუ წართმევა გადაწყვეტილი ჰქონდათ უფრო ადრე რატომ არ შეიჭრნენ სახლში?


- მერაბიშვილი ჯერ შეჭრა სახლში და საქმე მერე აღიძრა. მანამდე სახლზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე არ ყოფილა. 2003-2004 წლებში „მადნეულის“ და „კვარციტის“ ფაბრიზირებულ საქმეებში მხოლოდ მოხსენებული იყო სახლი, თითქოს უკანონო შემოსავლებით იყო აშენებული, თუმცა არავითარი საბუთი, მტკიცებულება არგააჩნდათ, რადგან ჩვენ სახლის მშენებლობა 1999 წელს დავასრულეთ, როდესაც "რუსთავცემენტში", კერძო საკუთრებაში მყოფ საწარმოში ვმუშაობდი. მუშაობა “მადნეულში“ და „კვარციტში“ 2000 წელს დავიწყე და შესაბამისად აგარაკი არაფერშუაშია. თუ გახსოვთ 2009 წელს ჩემზე სტატიები დაიწერა, თითქოს ოპოზია 1მილიონი დოლარით დავაფინანსე. ამავე დროს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის სასამართლოზე, ოჯახის სასარგებლოდ მოწმედ გამოვედი, ბეჟუაშვილებს "რუსთავცემენტს" და "კასპიცემენტს" არ ვუფორმებდი და ა. შ. ამიტომ გადაწყვიტეს სახლში შეჭრა და ჩემი ხელმეორედ დასჯა.


-ისე, რატომ უნდა გასჩენოდა -"ყოვლისშემძლე" მინისტრს სხვისი ქონების ბანდიტური გზით ხელში ჩაგდებისსურვილი? როცა ნებისმიერ ადგილზე შეეძლო გაცილებით უკეთესი აეშენებინა და არც შვეიცარიულ კომპანიასთან ექნებოდა სასამართლო პროცესები საქართველოს ხელისუფლებას?


- მერაბიშვილი და საერთოდ სააკაშვილის მთავრობა ათასობით ამაზე უარესდანაშაულს ჩადიოდნენ, რა გიკვირთ? ეს მათი ხელწერაა. რადგან შვეიცარიულ კომპანიასთან მე ვასოცირდებოდი, არაფერს მოერიდნენ.


- ბატონო ზურაბ, ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, მხოლოდ ბაჩო ახალაიაა დაკავებული, მიუხედავად უამრავი სარჩელისა, პროკურატურა ჯერჯერობით ვერ ახერხებს მათდანაშაული დაუმტკიცოს, არ თვლით რომ თქვენი აგარაკის წართმევა საკამარისისაფუძველია, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მისაცემად?


- კვარიათის აგარაკის საქმეზე, ყველა საკმარისი მტკიცებულებაა, რომ მერაბიშვილი დააკავონ და ბრალი წაუყენონ. სამწუხაროდ ამას არ აკეთებენ, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ახალი სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან მერაბიშვილი პატიმრობაში აიყვანონ და ბრალი წაუყენონ, თორემ უმოქმედობაც დანაშაულია. იგივე მდგომარეობაა სხვა ათსობით საქმეზე. მტკიცებულებები სააკაშვილის გუნდმა თვითონ შექმნა და მას მოპოვება აღარ სჭირდება.


- როგორც ვიცი, მერაბიშვილი აგარაკის გადაფორმებას, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ მეუფე პეტრე ( ცაავას) შუამავლობით ითხოვდა, მეუფე თქვენ დაგიკავშირდათ? რაიმე მტკიცებულებები ხომ არ გაქვთ?


- არა, მე როდესაც ადამიანებს ველაპარაკები, საუბრის ჩაწერას არ ვახდენ, მიმაჩნია, რომ ეს უარესი ბოროტებაა ვიდრე, თუნდაც სხვისი დარწმუნება, სახლის უკანონოდ გადაფორმებაზე .


- იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგიდან გახმაურებული საქმეები გამოითხოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს პროკურატურა ახალპოლიტიკურ რეალობაში თავად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, თქვენ სარჩელს რა ბედი ეწია?


- მე სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას არ ვაპირებ, სტრასბურგში სასამართლო უნდა გაიმართოს და გამოჩნდეს მტყუან-მართალი . ამას ვურჩევთ ყველას, ვისაცუსამართლოდ მოექცნენ .


-მერაბიშვილი კვარიათის აგარაკზე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღარ უნახავთ, ახლა რა მდგომარეობაა?

- კვარიათის აგარაკზე დღემდე უკანონოდ დგანან ახალი სამართალდამცავები და ობიექტზე არ უშვებენ კანონიერ მესაკუთრეს-რატომ? ამჯერად ახალი მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანსაც ხომ არ მიაჩნია, რომ მერაბიშვილის მემკვიდრეობა უნდა ერგოს?!
ვაფრთხილებ მათ, რომ უკანონო საკუთრებრივ მემკვიდრეობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოყვება.


აღსანიშნავი რომ ზურა ლობჟანიძის მიმართ დევნა სახლის წართმევამდე გაცილებით ადრე, რევოლუციონერთა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ლობჟანიძე მის მიმართ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე. geotimes.ge-სთან დეტალურად საუბრობს და „ვარდოსანთა“ მოქმედების ქრონოლოგიას ჰყვება:


„ მათი მიზანი იყო „მადნეულიდან“ და „კვარციტიდან“ ჩემი უკანონოდ გაძევება დაჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი ყველა აქტივის უკანონოდ წართმევა. ახალმა ხელისუფლებამ თავისი „მოღვაწეობა“ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით, რასაც თან ახლდა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების, ასევე მეწარმეთამასობრივი დაპატიმრებები. პოლიტიკურ თანამდებობის პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპითან აშკარად შეუთავსებელი კომენტარების თანხლებით.დაპატიმრებულ პირებს მალევე ათავისუფლებდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაფუძნებულ კერძო ფონდებში სოლიდური თანხების გადახდის სანაცვლოდ(სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი, პროკურატურის განვითარების ფონდი, თავდაცვის ფონდი).
რესპოდენტის მონათხრობის მიხედვით, ხელისუფლების სათავეში “ნაცმოძრაობის“მოსვლიდან ორი კვირის შემდეგ, მას ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი, გიორგი გაჩეჩილაძე ტელეფონით დაუკავშირდა, იმ დროისათვის ლობჟანიძე შვეიცარიაში იმყოფებოდა. გაჩეჩილაძემ მას გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის მიერმიწოდებული ინფორმაცია გადასცა: “ზურაბ ჟვანიამ “მადნეულისა“ და “კვარციტის“ხელმძღვანელობიდან თქვენი გადადგომის უზრუნველყოფა დამავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დაპატიმრება მომიწევსო“. ლობჟანიძის განმარტებით, მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, ეკონომიკის მინისტრმა მასმითითებული თანამდებობებიდან გადადგომა შესთავაზა, რაზეც თანხმობა ვერ მიიღო.
7 დღის შემდეგ, 2003 წლის 15 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, “მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წერილით მიმართა და“სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ ზურაბ ლობჟანიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. იგივე შინაარსის წერილი გენპროკურორმა ეკონომიკის მინისტრს გაუგზავნა. იმავე წლის 29 დეკემბერს, “მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭომ, პროკურატურის მოთხოვნა უსაფუძვლოდ ცნო და არ დააკმაყოფილა.ამ პროცესის პარალელურად, ხელისუფლებამ “კვარციტის“ მიერ წარმოებული დორე შენადნობი, რომელიც შესანახად ბანკში მიბარებული იყო, ამოიღო, როგორც “ნივთიერიმტკიცებულება“ და საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში გადაიტანა. ზურაბ ლობჟანიძის თქმით, აღნიშნული ღონისძიების ნამდვილ მიზანს “კვარციტისა“ და“მადნეულისთვის“ ფინანსური სიძნელეების შექმნა წარმოადგენდა, რასაც უნდა დაეჩქარებინა დასახელებულ საწარმოთა ხელმძღვანელობიდან მისი გადაყენება.ამასთან, 23 დეკემბერს “საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, “მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წერილობით მოსთხოვა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლობჟანიძის გათავისუფლება. 6 დღის შემდეგ, 29დეკემბერს, “საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, “მადნეულის“სამეთვალყურეო საბჭოს, აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევა მოსთხოვა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა გამოწვევისა და ახალი წევრების დანიშვნის მიზნით.კრების მოწვევის საფუძვლად სააგენტო იმ გარემოებას უთითებდა, რომ სამეთვალყურეო საბჭომ სააგენტოს მითითებით ლობჟანიძე “მადნეულის“გენერალური დირექტორის თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. “მადნეულის“სამეთვალყურეო საბჭომ, სააგენტოს, არც ეს მითითება შეასრულა.
ამას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა – 2004 წლის 24 იანვარსსააკაშვილმა განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ლობჟანიძემსაქართველოდან 3 ტონა ოქრო უკანონოდ გაიტანა, ხოლო გასატანად გამზადებული 1ტონა ოქრო ხელისუფლებამ დააკავა და ჩამოართვა. წინა დღით, 2004 წლის 23იანვარს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, “საწარმოთა მართვის სააგენტოს“სარჩელის საფუძველზე, გადაწყვეტილება გამოიტანა – 27 იანვარს, “მადნეულის“აქციონერთა კრება დანიშნა, რომელსაც დღის წესრიგად სამეთვალყურეო საბჭოსწევრთა გამოწვევა განუსაზღვრა. დანიშნულ დღეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიდა აქციონერები შენობაში არ შეუშვეს, რის გამოც კრება გადაიდო. ამისპარალელურად, სააგენტოს თავმჯდომარემ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაითხოვა.
7 დღის შემდეგ კი, 2004 წლის 3 თებერვალს ზურაბ ლობჟანიძე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მიხედვით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულად ცნეს. მეორე დღეს, 4 თებერვალს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ, ლობჟანიძის დაპატიმრების ბრძანება გასცა, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიამ 27თებერვალს განიხილა და ძალაში დატოვა. ამავე დღეს, გენპროკურატურამ ზურაბლობჟანიძეზე “წითელი ცირკულარით“ ძებნა გამოაცხადა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კი, “მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის განცხადების საფუძველზე განჩინება გამოიტანა, რომლითაც ლობჟანიძეს “მადნეულის“წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება“ აუკრძალა.მთაწმინდა–კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 12 თებერვალს ბრძანება გამოსცა –ლობჟანიძე “მადნეულის“ გენერალური დირექტორისა და “კვარციტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადააყენა.
სასამართლო ბრძანება იმით იყო მოტივირებული, რომ თანამდებობაზე დარჩენის პირობებში, ლობჟანიძეს შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის და დანაშაულებრივი საქმიანობა გაეგრძელებინა. 7 დღის შემდეგ, 2004წლის 19 თებერვალს, იმჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ ტელეგამოსვლისას ზურაბ ლობჟანიძე ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა“; “მადნეულის“ ხელმძღვანელობა მოიხსენია, როგორც “ბინძური ჯგუფი“ და“არამზადები“, რომელთაც “მადნეული“ გაკოტრებამდე შეგნებულად მიჰყავდათ – “ამოშანთული იქნება თითოეული კერძო ინტერესი “მადნეულში“ და “მადნეული“სრულად და მთლიანად დაუბრუნდება საქართველოს ხალხს“. მეორე დღეს, 2004 წლის20 თებერვალს, სააკაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ზურაბ ლობჟანიძეს ოქროს ექსპორტის ოპერაციების შედეგად 40 მილიონი აშშ დოლარის მითვისებაში ბრალიდასდო და იქვე დასძინა – “აეროპორტის გზაზე დავაკავეთ, უკვე, რომ გაჰქონდათმოსაპარავად. რევოლუციის შემდეგ, რამდენიმე ტონა მოიპარეს, პირდაპირ რევოლუციის შემდეგ, პირველივე დღეებში, როცა ჩვენ ამის კონტროლის თავი არგვქონდა. მერე მოვიკითხეთ ეს ოქრო და მეორე პარტია პირდაპირ აეროპორტის გზაზე დავაკავეთ. ეს ლობჟანიძე ახლა შვეიცარიაშია და ეგონა, რომ იქ ხელმიუწვდომელი იქნებოდა. ნურას უკაცრავად, გუშინ შვეიცარიის პროკურატურამ დააკავა“. სააკაშვილისმიერ გაკეთებული განცხადებები, იმავე დღეს, იმჟამინდელმა გენპროკურორმა, ირაკლიოქრუაშვილმა, ასე ვთქვათ, გაამყარა – მედიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ზურაბლობჟანიძე შვეიცარიის პროკურატურამ ქალაქ ბერნში დააკავა, ხოლო სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა, რომელიც საქართველოში ექსტრადირებული დაახლოებით ერთ თვეში იქნებოდა.
როგორც ჩანს ოქრუაშვილმა იცრუა, რადგან როგორც ზურაბ ლობჟანიძე ამტკიცებს, შვეიცარიში ის არასოდეს დაუკავებიათ. თუმცა ოქრუაშვილის განცხადების შემდეგ, “მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა შემადგენლობამ, ლობჟანიძე“მადნეულის“ გენერალური დირექტორობიდან გადააყენა. ერთი თვის შემდეგ, 19–21მარტს, “კვარციტის“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ზურაბ ლობჟანიძე“კვარციტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გათავისუფლდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2004 წლის 16 აპრილს, ზურაბ ლობჟანიძე დამატებით ბრალდებულად ცნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და არაერთგზის გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებით (სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით). საუბარი იყო 52 847 ლარზე. ზურაბ ლობჟანიძისგანმარტებით, მისთვის ნათელი გახდა, რომ “არასამართლებრივი მოტივებით, მისმიმართ განხორციელებული დევნის გამო“, ვერც თვითონ და ვერც მისი ოჯახისწევრები გარკვეული ხნის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებას ვერ შეძლებდნენდა შვეიცარიაში ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით, ლობჟანიძეებმა 2004 წელსგაყიდეს საქართველოში არსებული უძრავი ქონება: თბილისში, კანდელაკის ქუჩაზემდებარე ბინა, მარგიანის ქუჩაზე არსებული სახლი და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე აგარაკი. თუმცა მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს2004 წლის 15 მაისის ბრძანებით ზემოაღნიშნულ, უკვე გასხვისებულ ქონებას ყადაღადაედო.
2004 წლის 11 ოქტომბერს, ზურაბ ლობჟანიძემ საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე მილიონ ნახევარი ლარი შეიტანა. ლობჟანიძის განმარტებით, 2004 წლის სექტემბერში, მას ხელისუფლებამ არაოფოციალურად, მისი ბიზნეს-პარტნიორის, ბიზნესმენთა ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის მეშვეობით შესთავაზა ამ ნაბიჯის გადადგმა. ლობჟანიძის თქმით, შეთავაზება ასეთი გახლდათ –პირველ ეტაპზე უნდა გაუქმებულიყო წინასწარი პატიმრობის შესახებ გამოტანილიბრძანება და უნდა შეწყვეტილიყო მასზე გამოცხადებული ძებნა, ხოლო შემდგომეტაპზე, თუ 2004 წლის ბოლომდე გამოძიება “რეალური დანაშაულის“ ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერ გამოავლენდა, სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყდებოდა. ამასთან, ზურაბ ლობჟანიძეს მიეცემოდა საქართველოში დაბრუნებისა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა. ლობჟანიძემ შეთავაზებული წინადადება მიიღო, ხოლო ხელისუფლებამ იმ ეტაპზე დანაპირები შეასრულა –მთაწმინდა–კრწანისის რაიონულმა სასამართლომ, გენპროკურატურის შუამდგომლობისსაფუძველზე, 2004 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით, ზურაბ ლობჟანიძეს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა; 4 დღის შემდეგ, 29 ნოემბერს გენპროკურატურამ ლობჟანიძის ძებნა შეწყვიტა; 2004 წლის 24 დეკემბრის კანონით კი, ქმედებას, რომლისთვისაც ლობჟანიძეს ორი ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, ამნისტია შეეხო.
ხუთი დღის შემდეგ, 2004 წლის 29 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, 218–ე მუხლში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, გადასახადისთვის თავის არიდების გამო ადამიანს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდიმ შემთხვევაში მოუწევდა, თუ დამალული გადასახადი 100 000 ლარს აღემატებოდა. ასე რომ, კანონმა იმ ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა გააუქმა, რომლისთვისაც განმცხადებელს მეორე ბრალდება (განსაკუთრებით დიდი ოდენობითდა არაერთგზის გადასახადებისათვის თავის არიდება) წარდგენილი ჰქონდა.
როგორც ზურაბ ლობჟანიძე ამბობს, ერთწლიანი გამოძიების მიუხედავად, ხელისუფლებამ მასთან მიმართებაში წარდგენილ ბრალდებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტიათ.
“ხელისუფლებასთან დაახლოებული პირისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გეგმვადაჩემს დაპატიმრებას და ამ გზით ჩემს იძულებას, უარი მეთქვა საქართველოსეროვნული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ 817 484 აშშ დოლარზე. ჩემთვისასევე ცნობილი გახდა, რომ აპირებდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ დამეთმო საქართველოში არსებული აქტივები. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი პრაქტიკა სააკაშვილის მთავრობის მიერ უკვე დანერგილი იყო, საქართველოში დაბრუნებისგან თავი შევიკავე. ამ მიზეზით ვერ დავესწარი მამის დაკრძალვას“, – ამბობს ზურაბ ლობჟანიძე.

http://geotimes.ge

მაკა დეკანოსიძე

0
375
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0