x
image
hamunaptra1990
ანჯელინა ჯოლის ოპერაცის შედეგად ორივე მკერდი მოკვეთეს
image
ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი სენსაციური სიახლით გამოვიდა. როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ ექვსი შვილის დედამ გაიკეთა ოპერაცია, რის შედეგადაც ორივე სარძევე ჯირკვალი მოკვეთეს.

ამ ნაბიჯის მიზეზი კი გახდა ის, რომ ანჯელინა ჯოლი იმყოფებოდა ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, სარძევე ჯირკვლებზე(ანჯელინას ეს რისკი შეადგენდა 87%-ს) და საკვერცხეებზე( 50%-ს) კიბოს განვითარების. ამიტომ მრავალშვილიანი დედა ასე ვერ გარისკავდა. თავისი მდგომარეობის შესახებ მსახიობმა უამბო გამომცემლობას The New York Times-ს.

"მე გადავწყვიტე მიმეღო პრევენციული ზომები და მინიმუმამდე დამეყვანა ის რისკი, რომელიც მე მემუქრებოდა."

ასეთ რადიკალური ნაბიჯის გადადგმაზე იმოქმედა ანჯელინას დედის ნაადრევმა სიკვდილა, რომელიც სიმსივნით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ანჯელინამ განაცხადა მიზეზები, რის გამოც მან საჯარო გახადა თავისი ოპერაცია:

"მე მინდა ამის შესახებ გაიგოს ყველა ქალმა: ჩემთვის ეს ოპერაცია არ იყო ადვილი. მაგრამ მე ვარ ბედნიერი რადგან გადავდგი ეს ნაბიჯი. ახლა ჩემი რისკი, რომ დავაადდე კიბოთი 87%-იდან 5%-მდე შემცირდა. ახლა მე შემიძლია დავამშვიდო ჩემი შვილები, რომ მე არ მემუქრება მკერდის კიბოთი სიკვდილი."

ასეთ რთულ სიტუაციაში ენჯის განსაკუთრებით მხარში ედგა ბრედ პიტი.

"მე გამიმართლა, რომ ამ მდგომარეობაში ჩემს გვერდით იდგა ისეთი ადამიანი, როგორიც ბრედია. მას მე ძალიან ვუყვარვარ და მხარში მიდგას. ბრედი იყო ჩემს გვერდით Pink Lotus Breast Center-ში, სადაც მე მიკვლევდნენ ქირურგები. ჩვენ ვიცოდით რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ყველაფერი უფრო დაგვაახლოებდა. ეს ასეც მოხდა!"

ოპერაცია ანჯელინა ჯოლის ჩაუტარდა აპრილის ბოლოს. მკერდს ბუნებრივი ფორმა ქირურგებმა იმპლანტანტების საშუალებით მისცეს.

4
2083
8-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
2083
  
2013, 15 მაისი, 11:09
უფრო სწორედ ეს ლინკი ნახე- http://www.nytimes.com/2013/05/15/health/angelina-jolies-disclosure-highlights-a-breast-cancer-dilemma.html?src=me&ref=general
2013, 15 მაისი, 11:08
http://www.nytimes.com/2013/05/15/health/angelina-jolies-disclosure-highlights-a-breast-cancer-dilemma.html?src=me&ref=general აი ამ ლინკზე შედი და ნახავ The New York Times-ის ინფორმაციაა, არამგონია ასეთმა პოპულარულმა ჟურნალმა ტყუილები დაბეჭდოს
2013, 14 მაისი, 21:17
რაღაც არ უნდა იყოს ეს სიმართლე
2013, 14 მაისი, 14:10
აუ შემეცოდა:/ თან ბოლო დროს ძაან გახდა:/ იმედია ყველაფერი კარგად იქნება..:/ უმკერდოდაც ყველას მირჩევნია ;დ
0 1 4