x
image
ხიზანიშვილი
ავღანეთში მომხდარ ტერაქტს სამი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

image- თავდასხმა ავღანეთში, ქართულ ბაზაზე. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეამბოხეთა შეტევას 3 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ცნობილია, რომ ჯარისკაცებმა შეტევის მოგერიება მოახერხეს და ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა სამწუხაროდ დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად არიან დაღუპულებიც. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი დაღუპულია 3 ჯარისკაცი: ალექსანდრე კვიწინიძე, ზვიად დავითაძე და ვლადიმერ შანავა, რომლებიც მეოთხე ბრიგადის, 42 ბატალიონის სამხედროები იყვნენ. თავდასხმა დაახლოებით 17 საათისთვის მოხდა და მას ანხორციელებდნენ საკმაოდ კარგად გაწვრთნილი ტერორისტები. ტერორისტებმა ჯერ განახორციელეს ყუმბარმტყორცნების სროლა ბაზის მიმართულებით, შემდეგ ბაზის კედელს შეეჯახა სატვირთო ავტომობილი, რომელიც იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე. მოხდა აფეთქება, რის შემდეგაც უკვე ტერორისტთა 5 კაციანი ჯგუფი შეიჭრა ბაზის ტერიტორიაზე და გაიმართა ბრძოლა. ქართველმა სამხედროებმა მოახერხეს ხუთივე ტერორისტის ლიკვიდირება, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე ქართულ მხარესაც აქვს მსხვერპლი, ეს არის 3 დაღუპული და 20-მდე დაჭრილი. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ყველა დაჭრილი სამხედროს მდგომარეობა არის სტაბილური და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

6
77
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
77
  
2013, 14 მაისი, 18:39
სხვისი სტატიის დაბლოკვა ამ სტატიასთან რა ლოგიკით დაკავშირეთ? :D
2013, 13 მაისი, 22:13
მე არაფერს არ ვბლოკავ და უჩივლეთ ვინც ბლოკავს ტყუილად და აქეთ დაბლოკავენ იმ ექაუნთს და თუ შეიძლება ნუ მაბრალებთ !!
2013, 13 მაისი, 22:11
შენ
2013, 13 მაისი, 22:10
ვინ ბლოკავს?
2013, 13 მაისი, 22:10
აი ვინ ბლოკავს სტატიებს,,,, ჩემ დაქალს დაუბლოკა წეღან... თან ლინკი მიუთითა, რომელიც არ არსებობს....
0 1 6