შოუბიზნესი ნუკა გვალია მზრუნველი ცოლისა და მეოჯახის ამპლუაში (სიყვარულის ისტორია და პირადი ფოტოკოლექცია) 2013, 15 მაისი, 2:04 ნუკა გვალია პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილე და მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ნუკა უკვე ერთი წელია დაოჯახებულია. მისი რჩეული 21 წლის ნიკუშა კობახიძეა. წყვილს 7 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს. ნუკამ ჟურნალ "თბილისელებს" საკუთარი სიყვარულის ისტორია უამბო: "მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. უკვე ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ. ის 21 წლისაა, მე კი 20-ის. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ურთიერთობებში სიახლე აუცილებელია, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ მობეზრდეთ. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა. ის, რომ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს უშლის ხელს აბსურდია. თუ მოინდომებ და საყვარელმა ადამიანებმაც შეგიწყვეს ხელი, ყველაფერს შეძლებ და დაძლევ-ამაში ეჭვი არ მეპარება" ნუკა შესანიშნავი მეოჯახე და კულინარია. ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს, ქართულსაც და უცხოურსაც. გოგონა საკუთარ თავს სისუფთავის ავადმყოფს ეძახის, სახლში რომელ საათზეც არ უნდა მივიდეს, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ დაალაებს ვერ იძინებს. 3510 13-ს მოსწონს 2-ს არა
|