x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი ჟურნალ "ბომონდის" ფოტოსესიაში
imageპოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. ალბათ ყველამ იცით, რომ მისი რჩეული რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძეა. მომღერალმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.ნინი უკვე ორსულადაა, პატარა გოგონა ივლისის ბოლოს დაიბადება. ირაკლის ეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ შეცდა. ცხადია ბავშვის სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ბებია-ბაბუები პატარას გაჩენას მოუთმენლად ელიან. ნინის რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, სამი თვის მანძილზე ტოქსიკოზი ტანჯავდა. მომღერლის დედას ქალბატონ ეკა კახიანს თუ დავუჯერებთ, ნინი ქალიშვილს ელენეს დაარქმევს. მომღეარალი საქართველოში იმშობიარებს. ნინის შუათანა და, ანასტასიაც ორსულადაა და შვილებს ერთი თვის შუალედით ელოდებიან. ნინი და ანასტასია ერთად სეირნობენ, ანალიზებსა და ექოსკოპიურ გამოკვლევებზეც ერთად დადიან, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და რჩევებსაც აძლევენ. imageimageimage
გოგონები ჯანმრთელად იკვებებიან, წონასაც აკონტროლებენ, არ უნდათ ძალიან მოიმატონ.

ნინიმ ჟურნალ ბომონდის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოები ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა.

ვარსკვლავი - ნინი ბადურაშვილი

ფოტო - საშა პრიშვინი
სტილი - ანანო დოლაბერიძე
მაკიაჟი - თეკო შენკენი


სამოსი - თამუნა ინგოროყვა

3
289
13-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
289
  
ბავშვი წვერ ულვაშით დაიბადება....ვაჟკაცურად მამამისივით....
2013, 13 მაისი, 21:18
ლამაზია:))))
0 1 3