x
image
K.P.
ნინო გაჩეჩილაძე: ძალიან დროულად წამოვედი "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

imageსერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განხორციელებულმა ცვლილებებმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ახალი კატო-ლელა მებურიშვილი როლს უკვე მოერგო, პერსონაჟმა სახე იცვალა. ნინო გაჩეჩილაძის გულშემატკივრები იმუქრებოდნენ, რომ თუ ნინო არ დაბრუნდებოდა სერიალს აღარასდროს უყურებდნენ. imageასეა თუ ისე "ჩემი ცოლის დაქალემბა" რეიტინგი არ დაკარგა, ალბათ იმიტომ, რომ ის ბევრი ადამიანის შრომასა და გარჯაზე იყო დაფუძნებული. ნინო გაჩეჩილაძეს ხშირად ეკითხებიან კატოს როლის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მსახიობი სერიალიდან წამოსვლას სულაც არ ნანობს, თუმცა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთგული მაყურებელია.
ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ნინომ აღნიშნა: "სერიალს ვუყურებ ხოლმე შაბათ-კვირას და ვერთობი. ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხია. რაც შეეხება კატოს, ჯერ არ მენატრება, რადგან თავი ძალიან მომაბეზრა.image თუ მომენატრება, „იუთუბიზე“ შევალ და ძველ სერიებს ვუყურებ. მიმაჩნია, რომ კატომ თავისი გასაკეთებელი საქმე ჩემთვის უკვე გააკეთა – ხალხის სიყვარული, პოპულარობა და გამოცდილება ნამდვილად მომცა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. არ მინდა, რომ სერიალის მსახიობად დავრჩე და ზუსტად ვიცი, ეს ასე არ იქნება. ძალიან დროულად წამოვედი „ჩემი ცოლის დაქალებიდან.” ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული.image უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს და მაყურებელს თავი არ უნდა მოაბეზრო. ჩემმა წამოსვლამ კი დამანახვა, ხალხს როგორ ჰყვარებია კატო".

ნინოს პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის. ცხადია მსახიობს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც „ფეისბუქზე“ წერენ, ეკონტაქტებიან, კომპლიმენტებით ავსებენ, ის ერთადერთი კი ვისთან ერთადაც ნინო მთელი ცხოვრების გატარებას ისურვებდა ჯერ არ გამოჩენილა. image

0
1285
11-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0