ქალი და მამაკაცი საუკეთესო გამონათქვამები ქალსა და მამაკაცზე(ნაწილი მეორე) 2013, 13 მაისი, 14:00 “კაცები საშუალოდ 25 000 სიტყვას ამბობენ ყოველღიურად, ქალები კი - 30 000-ს. უბედურება ისაა, რომ როდესაც მე საღამოს სახლში ვბრუნდები და ჩემი 25 000 სიტყვა უკვე ნათქვამი მაქვს, ჩემი მეუღლე სწორედ მაშინ იწყებს თავისი 30 000 სიტყვის თქმას." (მაიკლ კოლინზი)
“მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ". (ლუიჯი ბარძინი) “ქალებთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ მამაკაცებს, რომლებიც მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს". (შარლ ბოდლერი) “თუ ქალს გაამართლებთ, ის მზად იქნება, რომ საკუთარი დანაშაული აღიაროს"(რალფ ბოლერი) “კაცს იმიტომ აქვს თავი, რომ ქალმა იგი ამით დაატრიალოს." ( ჟაკ პრევერი) “ქალებს ცხოვრების უბრალო ნივთები უყვართ, მაგალითად, კაცები". (ფარა ფოკეტი) “ფლირტი არის ხელოვნება, ქალი შენს მკლავებში ისე მოიქციო, რომ მის ხელში არ ჩავარდე".(საშა გიტრი) “ვინც ამტკიცებს, რომ ქალებს იცნობს, ჯენტლმენი არაა". (ჯორჯ ბერნარდ შოუ) “ქალი ნაკლებად ღირებულია, ვიდრე მამაკაცი? ვინც ამ კითხვას უპასუხებს, შეძლებს თქვას, ცეცხლი ჯობია თუ წყალი". (კარლ ლუდვიგ შლაიხი) “ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ქალების გარეშე ნამდვილად ვერ იცხოვრებს ქალების ექიმია". (არტურ შოპენჰაუერი) “ჭკვიანი ქალი არ კითხულობს სად იყო მისი ქმარი, მან ეს იცის". (მარსელ ეხარდი) “ჯენტლმენია მამაკაცი, რომელიც ქალს იქამდე დაიცავს, ვიდრე ის მარტოა მასთან". (პეტერ სელერი) “ქალების უმრავლესობა საღამურის არჩევას უფრო მეტ ტვინს ატანს, ვიდრე მამაკაცისას." (კოკო შანელი) “კაცი, რომელიც ქუდს მისდევს, იმდენად სასაცილო არაა, როგორც მაშინ, როდესაც ის ქალს მისდევს".(ჟილბერ კეიტ ჩესტერტონი) “ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები დამარცხდებიან, რადგან მათ უფრო მეტად უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით". (ესტე ვილარი) 1530 3-ს მოსწონს
|