ტენდენციები მანიკური 2013 წლის ზაფხულისათვის 2013, 13 მაისი, 0:36 მანიკური დიდი ხანია სტილის ხაზგამსმელ აქსესუარად იქცა. გაგაცნობთ თუ რა ფერის ლაკია ამ წლის ზაფხულში აქტუალური.
დღესდღეობით ძნელია გამოყო რომელიმე ერთი ფერი, ამიტომ სტილისტები თავს უფლებას აძლევენ თამამი ექსპერიმენტები ჩაატარონ. მიუხედავად ამისა, ცნობილი ბრენდები შეუთანხმებლად ერთსა და იმავე ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ამ ფერებიდან უნდა გავაკეთოთ არჩევანი.
ერთ-ერთ აქტუალურ ფერს ამ სეზონში ვარდისფერ-წითელი გამა წარმოადგენს. თითქოს ძალიან კლასიკურია, მაგრამ მას ბევრმა სტილისტმა გაუსვა ხაზი. ამ გამაში ფერები იცვლება თითქმის უფერული ვარდისფერიდან ღაჟღაჟა წითლამდე. ნაზი პასტელის ფერები უკვე რამოდენიმე სეზონია აქტუალურია. ამ გამაში ყველაფერი იდელურია, თუმცა აუცილებელია ფრჩხილების იდეალური მოვლა, რადგან სწორედ ამ ფერების გამოყენებისას ჩანს ყველა დეფექტი თუ ნაკლი. რაც შეეხება მკვეთრ ფერებს, სტილისტების ყურადღება მიიქცია ზღვის ფერებმა. მანიკურის გაკეთებისას ასევე შეგვიძლია მივმართოთ რამოდენიმე ფერის ერთად გამოყენებას (2დან 5მდე). ხოლო მათი შეხამება შესაძლებელია საკუთარი ფანტაზიის ფარგლებში. 75 5-ს მოსწონს
|