ქალი თუკი გსურს ლამაზი მკერდი გქონდეს (რჩევები ქალბატონებისთვის) 2013, 13 მაისი, 12:07 ![]() შხაპის მიღების დროს ასე მოიქეცი: * გამოიყენე რბილი საპონი დამატენიანებელი ეფექტით. ასე კანი გაცილებით რბილი გახდება. თუკი ფერიჭამელებისადმი გაქვს მიდრეკილება, მკერდისა და დეკოლტეს უბანი სპეციალური ბაქტერიოციდული (ბენზო-პეროქსიდისა და სალიცილის მჟავას შემცველი) საპნით დაიბანე. * მკერდის თავის ირგვლივ მცირე რადენობით ''ღინღლების'' არსებობა ნორმალურია. თუკი შენ ის შემაწუხებელი რაოდენობით გაქვს - შეგიძლია მოიცილო, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინე, რომ მისი მოცილება სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული. შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსი გქონდეს დარღვეული და მედიკამენტოზური მკურნალობა დაგჭირდეს, ანდა საერთოდ არ გქონდეს არანაირი პრობლემა და უბრალოდ თმიანობისკენ გქონდეს გენეტიკური მიდრეკილება. * გაისინჯე მკერდი. დარბილებული და სველი სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა უფრო მოსახერხებელია. ასე რომ, ძუძუში სიმკვრივეების აღმოსაჩენად იდეალური ადგილი საშხაპეა. არ იქნება ურიგო, თუკი შხაპის მიღების შემდეგ სარძევე ჯირკვლებს სარკეშიც შეათვალიერებ. * ჯანმრთელი და მოვლილი მკერდი ულამაზესად გამოიყურება. თავისუფლად შეგიძლია შენც ჩაეწერო ლამაზ, მიმზიდველ და მოვლილ ქალთა რიგებში. გისურვებ წარმატებებს! ![]() 1004 6-ს მოსწონს 1-ს არა
|