საზოგადოება ირაკლი ლომაია: ჩვენი მიზანია, საქართველოში თუნდაც ერთით ნაკლები გაჭირვებული ადამიანი იყოს 2013, 11 მაისი, 15:51 კანადური საქველმოქმედო ფონდი Charity Ca&Ge რომელიც სულ ახლახანს კანადაში, ქალაქ ოტავაში ქართველი ემიგრანტების მიერ დაფუძნდა, აქტიურ საქმიანობას იწყებს და მალე მისი წარმომადგენლობა საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
ამის შესახებ ფონდის ერთერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ლომაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა. საქველმოქმედო ფონდი, რომლის ოფიციალური სახელია Charity Fund Ca&Ge დაარსდა და დაფუძნდა კანადაში, კერძოდ ქალაქ ოტავაში და სასამართლო გადაწყვეტილების რეზოლუცია დაედო ონტარიოს შტატში. ფონდს ყავს სამი ქართველი დირექტორი, ქალბატონები ნინო მჭედლიშვილი, მედეა ელიკაშვილი და ბატონი ირაკლი ლომაია. ფონდს ყავს აგრეთვე წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც სულ ახლახანს საბჭომ დაამტკიცა, როგორც ასპირანტი წარმომადგენელი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი პიროვნება გიორგი ჯობავა.
''ფონდის სახელწოდება ''Ca&Ge'' შედგენილია ჩვენი წარმომავლობითი ფუძისგან ანუ ''Ca''- ნიშნავს კანადას ხოლო ''Ge'' - ნიშნავს საქართველოს. ხე კი ჩვენი ფესვებია და ამიტომ აზრიანად და სიმბოლურად დაედო ჩვენი ფონდის ლოგოს. აქვე კარგად ჩანს ორივე ქვეყნის დროშების შერწყმაც'' -ამბობს ირაკლი ლომაია.რაც შეეხება ფონდის მისიას, მისი მიზანია დაეხმაროს ყველა სოციალურად დაუცველს, ვინც უმძიმეს მდგომარეობაშია და მართლა საჭიროებს დახმარებას. ''ფონდის მისია არის საერთაშორისო და არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გათვლილი. ჩვენი დაფინანსება იქნება როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. გარდა ამისა პროგრამაში გვაქვს უკვე გათვალისწინებული კანადაში ჩამოსული ადამიანების გვერდში დგომა. ქუჩაში დარჩენილი რეფუჯების (ლტოლვილების) მიღება და თავშესაფრის მიცემა - ამას კი კანადის მთავრობის წარმომადგენლობა ჩვენი ფონდის მიმართვით აფინანსებს და ვეხმარებით მათ '' -აღნიშნა ბატონმა ლომაიამ.
ირაკლი ლომაია ფონდის დაფინანსების შესახებ საუბრობს, ორგანიზაციას ოფიციალურად გრანტებს აძლევს ავსტრალიის წითელი ჯვრის წარმომადგენლობა კანადაში, კანადის მთავრობა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციები. ფონდმა ორი დღის წინ გამოაცხადა და დაიწყო საქველმოქმედო აქცია ''ჩვენ ვიღებთ თქვენთვის შემოწირულობას'' (იხ. ოფ. საიტზე www.cagecharity.com ან ფეისბუქზე: facebook/cagecharity ) რომელშიც ცნობილი სახეები იღებენ მონაწილეობას. ''ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის საქმიანობა ჩვენგან როგორც ქართველი ემიგრანტებისგან დიდი საჩუქარი იქნება საქართველოსთვის და ასევე მოუწოდებთ ყველას, რომ ჩვენ ემიგრანტები თუ ვთვლით თავს მოვალედ, რომ შევიწუხოთ თავი და დავეხმაროთ ქართველებს, ასეთივე ვალია ყველასთვის ერთმანეთის თანადგომა, ჩვენ ხომ არ ვითხოვთ სხვა ფონდებივით ვინმესგან მატერიალურ დახმარებას, არამედ მხოლო გვერდში დგომა გვჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში თუნდაც ერთით ნაკლები გაჭირვებული იყოს. ეს არის ჩვენი მიზანი. ასევე აუცილებლად მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი ფონდის სახელით, ყველა იმ ცნობილ საზოგადოებას, ვინც უკვე გვერდში დაგვიდგა და მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში. იმედს ვიტოვებთ რომ სულ მალე სხვებიც გამოთქვამენ სურვილს და ყველანი ერთად სასიკეთო და სამადლო საქმეს ღვთის წინაშე ჩაუდგებით სათავეში. მადლი და სიკეთე კი მერწმუნეთ არასოდეს არ იკარგება. ჩვენი წარმომადგენლობა მალე დავგეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას და დიდი სურვილი გვაქვს შევხვდეთ უწმინდესა და უნეტარეს და ავიღოთ მისგან ლოცვა კურთხევა. ამჟამად ფონდი ჯერ 3 კვირის ჩამოყალიბებულია და ჯერ კიდევ საორგანიზაციო საკითხები მიდის, ამ 3 კვირაში ფონდმა გაცილებით ბევრი საორგანიზაციო საკიტხები მოაგვარა და პარალელურად წარმომადგენლობაც კი დანიშნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ამ ეტაპზე კი განიხილება წარმომადგენლობის დანიშვნა ავსტრალიაში, ამერიკასა და ბელგიაში. ასევე ველოდებით კანადური მხარის დამატებით რეზოლუციას გრანტების საკითხში და სულ მალე საქართველოში ჩვენს ასპირანტ წარმომადგენელს თავისი კაბინეტიც ექნება და დაიწყება იმ ადამიანების აღწერა ვისი აპლიკაციებიც შემოვა კანადის ცენტრალური ფილიალის საბჭოზე დასამტკიცებლად. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ერი, ამიტომაც დაიწერა ეს იდეა და მაქსიმალურად ვეცდებით ის თანხები რაც მსოფლიოს მაშტაბით უნდა დაიხარჯოს იყოს ორიენტირებული საქართველოზე'' - განაცხადა ბატონმა ირაკლი ლომაიამ.
პ.ს. - მასალა დაწერილია ამავე ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესის სამსახურის მიერ. 78 2-ს მოსწონს 1-ს არა
|