x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138484
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512150
სიმბოლიკა: ბუ
imageდღეს ბუ ყველასთვის საყვარელი არსებაა. მას ვხედავთ ყველგან -აქსესუარებში, კინოში, მულტიპლიკაციაში, წიგნებში. ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ულამაზეს ფრინველს.ბუს სიმბოლური მნიშვნელობა ორმაგია. ადამიანს ის ბრძენი – ჩაფიქრებული და მეოცნებე, საკუთარი თავის შიგნით მიმართული მზერის გამო გონია, აგრეთვე სიბნელეში ხედვის უნარისა. მონღოლების ხანი მუდამ დაატარებდა თან ოქროს გალიას, სადაც შავი ღამის ბუ ეჯდა, რადგან ასეთივე ფრინველმა ცხოვრება გადაურჩინა მონღოლების პირველ იმპერატორს – ჩინგიზხანს.როგორც ერუდიციისა და ცოდნის სიმბოლო, ბუს გამოსახულება ხშირად შეგვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო გამომცემლობების ლოგოტიპებზე. ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი თამაში „რა? სად? როდის?“ კი სწორედ ბროლის ბუს ჩუქნის საუკეთესო მოაზროვნეს. არსებობს ამის საწინააღმდეგო წარმოდგენაც. ბუ, თავისი ღამის ცხოვრების გამო უარყოფით როლს თამაშობს ხალხურ გადმოცემებში. ის ჩუმად დაფრინავს და აქვს შიშის მომგვრელი ხმა. ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, ცენტრალურ და ჩრდილო ამერიკაში, ჩინეთში და იაპონიაში ის სიკვდილის ფრინველად ითვლება. როგორც ღამის ფრინველი ის არის სევდის, ნოსტალგიის და მარტოობის სიმბოლო. ეგვიტურ იეროქგლიფებში ბუ არის სიკვდილის, ღამის, სიცივისა და პასიურობის სიმბოლო. იუდაიზმში ღამის დემონი ლილიტი ბუს სახით წარმოგვიდგება. ინდუიზმში ბუ გამოიხატება, როგორც ბნელ ქალღმერთ დურგის ღვთაებრივი ცხოველი, რომელიც სულებს მკვდართა სამეფოში მიაცილებდა. მაიას სიკვდილის ღმერთ ხუნხაუს ხშირად აქვს ბუს თავი. მაგრამ ამავდროულად ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ინდიელებისთვის ბუ იყო სიბრძნის სიმბოლო, წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ მას შეუძლია დახმარება. ბუს ბუმბულები გამოიყენებოდა, როგორც აქსესუარი, რომელსაც დაცვის ფუნქცია ჰქონდა. ძველ მექსიკურ კულტურაში, აცტეკების პერიოდამდე (ტეოტიხუაკან) ბუ ითვლებოდა ღმერთების ღმერთად, მაშინ როდესაც აცტეკების იმპერიის დროს ის უბედურების მომასწავლებლი იყო. ჩინეთში ბუ განიხილება, როგორც ფენიქსის ნეგატიური გამოვლინება. შანის დინასტიის ეპოქაში კი ბუს დადებითი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ის ხშირად გამოისახებოდა ბრინჯაოს სხვადასხვა ჭურჭელზე. ბერძნულ-რომაულ ტრადიციებში ბუ სიბრძნის სიმბოლო იყო, ის იყო ქალღმერთ ათენას (მინერვა) თანამგზავრი. ათენას ბუ არის ღამის ფრინველი, ფრინველი სიბნელისა და ტყის. მაგრამ ერთი გერმანული ანდაზა გევუბნება – „ვისთვის ბუ და ვისთვის ბულბული“.

1
3791
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
3791
  
0 1 1