საქართველო სააკაშვილი:"ჩეგევარა იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ნაბიჭვარი ისტორიაში" 2013, 11 მაისი, 1:07 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს სტუდენტთა ნაწილის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
სტუდენტებმა პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და სხვადასხვა აქტუალური თემის ირგვლივ კითხვები დაუსვეს.
საუბრისას მიხეილ სააკაშვილი ჩეგევარას თემას შეეხო და მას ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ნაბიჭვარი უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ჩეგევარა ისეთივე დიქტატორი იყო, როგორც ბატისტა.
შეხვედრაზე გაჟღერდა კითხვები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მარცხთან, ციხის კადრებთან, აგვისტოს ომის გამოძიებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. 380 5-ს მოსწონს
|