x
image
მაიკო
"მიშა აღარ გელაპარაკებით!" - სტუდენტების პროტესტი თსუ-ში
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და კითხვის დასმა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კითხვები სხვადასხვა აქტუალური თემის ირგვლივ დაისვა.

image

არეულობა გამოიწვია ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებამ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უნივერსიტეტზე ხდებოდა ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ ლექტორებს და უნივერსიტეტის კედლებში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა რამდენიმე სტუდენტი.

ამ განცხადებას სტუდენტთა მცირე ჯგუფის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს სასტვენებისა და შეძახილების ფონზე: “მიშა დაწექი, დღეს შენი ვარ!”, “აღარ გელაპარაკებით!” პრეზიდენტის რეაქცია იყო:


“ყოჩაღ! თქვენ გმირები ხართ და ხვალ ორდენით დაგაჯილდოვებთ”, რაზეც ერთ-ერთი სტუდენტის პასუხი გაჟღერდა: “უკან გაიკეთე!”
არსებული შემთხვევის შესახებ პროფესორმა ლევან ალექსიძემ შეშფოთება გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ პირადი სიძულვილის მიუხედავად, უზრდელობა არ უნდა იყოს უნივერსიტეტში.

მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა:“მე თვითონ ვარ ძველი რევოლუციონერი და როგორ შეიძლება შემაშინოს სასტვენის ხმამ? სტვენა კარგია, მაგრამ როდესაც სასტვენი ჩაანაცვლებს არგუმენტებს, სწორედ ესაა პრობლემა.”

1
96
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
96
  
2013, 11 მაისი, 0:56
აგემეს რაც ჯერ არ უგემია.
0 1 1