საქართველო “თქვენ გგონიათ,ჩემი შიშველი სხეულის სანახავად დადიოდა 4 მილიონი ტურისტი?!” - მიხეილ სააკაშვილი 2013, 11 მაისი, 0:25 10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და წინასწარ რეგისტირებულ სტუდენტებს ნებისმიერი კითხვის დასმა შეეძლოთ. გაჟღერდა კითხვები ნაციონალური პარტიის პოლიტიკურ მარცხთან, ციხის კადრებთან, აგვისტოს ომის გამოძიებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი სტუდენტის კითხვას, უცნაური ფორმის ძეგლების დადგმის ნაცვლად უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ეს თანხები სოციალურ პროექტებს მოხმარებოდა, პრეზიდენტმა შემდეგი პასუხი გასცა: “თქვენ გგონიათ, რომ ჩემი შიშველი სხეულის სანახავად დადიოდა 120 000-დან 4 მილიონამდე ტურისტი?!” ანბანის კოშკის შესახებ კი მან აღნიშნა: ’’ამბობენ, თავის სხეულის “ერთ ნაწილს” დაუდგა სააკაშვილმა ძეგლიო, თუ ფიქრობთ, რომ მე ამის თავი მაქვს, კარგად ყოფილა ჩემი საქმე.” საუბარი შეეხო ლაზიკის თემასაც, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ლაზიკის პროექტი საკმარისად ჩამოყალიბებული სახით არ იყო ცნობილი მოსახლეობისთვის, მაგრამ ლაზიკის მშენებლობა ფოთზე ბევრად ხელსაყრელ ადგილას იგეგმებოდა და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დასაცინი თემა არ უნდა იყოს, “ნუ დაარქმევთ ლაზიკას, ჯანდაბას, დაარქვით ქართული ოცნება! იყოს “Dream port" ან “ჭორვილ პორტი, ”-განაცხადა პრეზიდენტმა. 23 3-ს მოსწონს
|