თსუ- სტუდენტი გვანცა ადამია დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მისი მკურნალი ექიმის- მერაბ ჯანელიძის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა მის სრულ გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოყვანის დროს გვანცას ჰიპოოლემიური შოკი, ღვიძლის მრავლობითი დაზიანება, ნეკნებისა და მენჯის მოტეხილობა და მარჯვენა ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, საბედნიეროდ მისი მდგომარეობა მკურნალობას დაექვემდებარა.
როგორც ცნობილია გოგონა მასზე უიმედოდ შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ უნივერსიტეტის მესამე სართულიდან 1 მაისს გადმოაგდო. ამ ფაქტზე ისაუბრა დაზარალებულის დედამაც, რომლის განცხადებით გოგონას ყველაფერი ახსოვს, იგი ხშირად ესაუბრებოდა დედას, რომ ეს ბიჭი მას აწუხებდა და სულ უკან დასდევდა. მომხდარის შემდეგ ეჭვმიტანილმა ჯერ აღიარა დანაშაული, მას შემდეგ კი დუმილის უფლებას იყენენებს, თუმცა ყველაფერი უნივერსიტეტში დამონტაჟებულმა კამერებმა გადაიღო.
ვანო ღონღაძე კი უნივერსიტეტის დაცვამ დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და ღონღაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სიყვარულისმიერი სისასტიკე, შეყვარებულის სიძულვილად ქცეული სიყვარული, გამოხატული შურისძიების ამგვარი ფორმით.... ვინ შეაფასა : )
:(