შოუბიზნესი რა სასწაულის თანამონაწილე გახდა სოფო ნიჟარაძე აღდგომის დღესასწაულზე 2013, 10 მაისი, 20:53 მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადაბარგდა სოფო ნიჟარაძეც ნაკლებად ჩნდება ეკრანზე. საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მომღერალმა შემოქმედებითი პაუზა აიღო, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. სოფო აქტიურადაა ჩართული საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში, იმღერა პრაღაში, “თბილისის დღეებზე”. მომღერალი 4 მაისს იზმირის მე-8 საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ. სოფომ სხვა სიმღერებთან ერთად შეასრულა სიმღერას თურქულ ენაზე. სოფო ნიჟარაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საზღვარგარეთ შეხვდა. ის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და იმ სასწაულზე გვიამბობს, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გადახდა: "ზუსტად 00.00 საათზე აქაური დროით, გავიგეთ ზარების ხმა და აღმოჩნდა, რომ ვიდექით ეკლესიასთან! ეს იყო ნამდვილი სასწაული! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერებას გისურვებთ, უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენთაგანს და მთლიანად ჩვენს სამშობლოს! ქრისტე აღსდგა!". 3731 15-ს მოსწონს 6-ს არა
|