x
image
მთვრალი12
სადღეგრძელოები საქართველოზე

image სადღეგრძელოები!!!











***
როგორ მიყვარს ეს სამოთხის ბაღი
ჩემი დედა, ჩემი მზე და იალაღი,
რამდენი მაქვს დასაწერი სასიმღერო,
რა ჩააქრობს სიყვარულის დიად კოცონს?
ჩემი დედა-ჩემი ტკბილი საქართველო, დაილოცოს!
როგორ მიყვარს ეს ლომგულის საბუდარი,
ჩემო ჩანგო, სასიმღერო დაუკარი,
და თუ ვინმემ ვერ გამიგოს ეს სიმღერა,
ან ეს ჩემი სიყვარული გაიოცოს,
უთხარით რომ საქართველომ ამამღერა… დაილოცოს!


***
ქართველები თავის ქვეყანას ღმერთისგან ბოძებულს უწოდებენ ქართული ლეგენდის თანახმად, ღმერთმა მსოფლიოს ხალხებს მიწები გაუნაწილა. ქართველებს დააგვიანდათ დაუფალთან მაშინ გამოცხადდნენ, როცა მიწები განაწილებული იყო. მათ კიგულწრფელად აღიარეს, რომ ქეიფობდნენ და ღვთის სადღეგრძელოს სვამდნენ.ღმერთი აღფრთოვანდა და ქართველებს სამოთხის ნაწილი უბოძა. მას შემდეგხუმრობით იმასაც კი ამბობენ, რომ ქართველების ბრალია ღმერთს დედამიწაზესაცხოვრებელი კუთხე რომ აღარ დარჩა და იძულებული გახდა, ზეცაში ასულიყოო. მოდით, ამ სასმისით ჩვენ–ქართველებს გაგვიმარჯოს!


***
ქართულ სუფრაზე უთქვამთო
აკადემია არისო,
სუფრაზე სოფლის ნობათი
თაიგულივით ჰყვავისო!
სუფრას ჰყავს თავის თამადა,
მოადგილე და მსმელები,
მერიქიფე და მეზურნე,
ანეკდოტების მთქმელები.’’
“მოშაირე და მოლექსე,
მასხარა ენა წყლიანი
პატარა სუფრა ქართული
საკრებულოა მთლიანი!
სუფრის ადათ–წესს თუ ნახავ,
გაგინათდება გუნება,
თამადა დაილოცება,
რა სიტყვის შემობრუნება!
სუყველა უსმენს და ფიქრობს
რა კერძი შემოგთავაზოს
ანდა თამადის ნათქვამი
როგორმე გაალამაზოს!’’
“ვახტანგურს სვამენ, კოცნიან,
აკონტროლებენ სუნთქვაზე,
დიდ სახელმწიფო საქმეებს
წყვეტენ პატარა სუფრაზე!
მაშ, გაუმარჯოს ამ სუფრას
სასწავლებელს და სალოცავს.
საკამათოს და სალხინოს
ჩვენ ქართულ სუფრას დავლოცავ!
მაღალმა ღმერთმა დალოცოს
სუფრა სალხინოდ გაშლილი,
სუფრის თამადა, წევრები,
სუფრის სპონსორის ქმარ–შვილი!

***
ეს იმ მთებს გაუმარჯოს!...
რომლებიც ერთმანეთს სიმაღლეში ეჯიბრებიან
ეს იმ მდინარეებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებიან.
ეს იმ ლამაზ გოგო-ბიჭებს გაუმარჯოს,
რომლებიც ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან!!!

0
1530
3-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0