საზოგადოება ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა 2013, 9 მაისი, 11:39 დღეს დილით, 9 მაისს, გარდაიცვალა ოთარ მეღვინეთუხუცესი.
იგი 1932 წლის 16 იანვარს თბილისში დაიბადა. ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული, მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმში "დათა თუთაშხია" შესრულებულმა მთავარმა როლმა. ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება", "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა" ასევე - უამრავი როლი რუსთაველისადა მარჯანიშვილის თეატრებში. 264 4-ს მოსწონს
|