კინო 81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013, 9 მაისი, 11:36 ![]() ოთარ ვახტანგის ძე მეღვინეთუხუცესი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, 81 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ბატონი ოთარი დაბადებულია თბილისში, 16 იანვარი, 1932 წელს და გარდაიცვალა 9 მაისს, 2013 წელს. მისი მეუღლეა ასევე ცნობილი მსახიობი გურანდა გაბუნია. ოთარ მეღვინეთუხუცესის ღვაწლი უდიდესია ქართული კინემატოგრაფიის ფილმოგრაფიაში. ცნობილ მსახიობს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული. მან ძალიან დასამახსოვრებელი სახეები შექმნა, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუტანა მას მთავარი როლის, აბრაგი დათა თუთაშხიას როლმა მრავალსერიან ქართულ ფილმში "დათა თუთაშხია". ასევე სახასიათო როლები აქვს შესრულებული ფილმებში: "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება, "ნატვრის ხე", ფატიმა", "ვედრება", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა", “თეთრი ბაირაღები", “წარსულის აჩრდილები" და სხვა. ბატონმა ოთარმა 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იგი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დათა თუთაშხიას როლისთვის მას მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია. მისი დამსახურება ძალიან დიდია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ![]() ![]() ![]() 95 6-ს მოსწონს
|