x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ნათია ბადირეიშვილი: ბიჭი ჩემს ყურადღებას მიიქცევს...

imageმართლაც რომ ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობია ნათია ბადირეიშვილი. თქვენ შოუში საუნივერსიტეტო ჩემპიონატიდან მოხვდა. ნათია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გარდა სწავლისა, ატარებს ლიტერატურულ საღამოებს, ასევე თარგმნის სხვადასხვა დეტექტივებს რუსულ და ინგლისური ენიდან. გარდა მსახიობობისა, ნათია არის ფოტო მოდელიც. როგორც თვითონ ამბობს, არ მოსწონს ზედმეტად თანამედროვე ბიჭები. უფრო ჭკვიანი, დამოუკიდებელი, რომანტიული, ჯენტლმენი მამაკაცები მოსწონს. რომ ამბობენ ხოლმე ძველი დროის რაინდებიო, სწორედ ისეთი. ყველაზე დასამახსოვრებელი რაც თაყვანისმცემლისგან ახსოვს ის არის, რომ ლექსი მიუძღვნეს მთელი ანსამბლის სიმრერის ფონზე. ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს, თუმცა მისთვის ყველაზე ახლო ადამიანები მაინც მშობლები არიან. თუ გაინტერესებთ ნათიას საყვარელი ადგილი, გეტყვით, რომ ჩაქვში არის ერთი ადგილი, რომელიც ნათიას ძალიან მოსწონს. იქ არის მდინარეც, რომელში ბანაობაც ნათიას ძალიან უყვარს. უნდა რომ გამოვიდეს კარგი ჟურნალისტი. ასევე აპირებს გამოსცეს რომანების კრებული. ოჯახის შექმნაზე ჯერ არ ფიქრობს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, მის ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად ხდება. კიდევ განაცხადა, რომ 5 წლის შემდეგ, ალბათ იქნება ძალიან შეყვარებული...

0
457
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0