x
მეტი
  • 05.10.2025
  • სტატია:141113
  • ვიდეო:350948
  • სურათი:515315
ღია წერილი ბატონ ზურაბ ადეიშვილს.


ვერ შევიკავე თავი, რომ არ გამოვხმაურებულიყავი ბატონ ზურაბ ადეიშვილის განცხადებას, რომელიც მან გაავრცელა თავის ფეისბუკის გვერდზე.
ბატონო ზურაბ, თქვენ უკვე მეორე წერილში მოიხსენიებთ თქვენს უცხოელ მეგობარს ( იქნებ გაგემხილათ მისი ვინაობა ), რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გითხრათ, რომ ”ახალმა ხელისუფლებამ წარმატებით რომ აიღოს მართვის სადავეები ამისთვის თქვენზე მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს, რომ გააბათილოს კრიმინალის და კორუფციის დაბრუნების მოლოდინები, რაც შეიძლება ბევრს გაუჩნდაო” ბატონო ზურაბ, განა შეიძლება ხელისუფლებამ იმაზე მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ავლენდა? რაო, თქვენმა მეგობარმა ციხეებში წამების მაგივრად პირდაპირ უნდა დახვრიტონ ხალხიო, თუ თქვენს მიერ გაუქმებულ ყველა აღმკვეთ ღონისძიებას, გირაოს და პატიმრობის გარდა წამება დაუმატონ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეს და მოდავეც აღარ იქნება? ამას ურჩევდა თქვენი მეგობარი ახალ ხელისუფლებას? და მათი კარნახით მართავდით თქვენ ქვეყანას? ალბათ, ეგეც " დემოკრატიული" დასავლეთიდან იქნება. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ქართველ ხალხზე ბრძენი ერი, რომელსაც შეუძლია მთელ მსოფლიოს მისცეს რჩევა, მაგრამ საქმე მაშინ წახდა, როცა თქვენი ხელისუფლება მოსწყდა ქართველ ხალხს და არ უსმენდა მას. იგივე დაემართება ამ ხელისუფლებასაც, თუ არ მოუსმენს ქართველ ხალხს. ეხლა იმ "საამაყო" პროკურატურაზე, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ და დღესაც ინერციით რომ აგრძელებს მუშაობას იმავე რეჟიმში. გაგიგიათ სადმე, რომ ადამიანმა თავის თავზე გამოიძიოს საქმე? მე პოლიციის ერთ–ერთი ჩინოსანი ვიყავი ( თქვენს ძმას შეეკითხეთ კარგად მიცნობს, ჩემს გამო საათობით აქვს ტელეფონზე ნალაპარაკები თავის ნაძირალა მეგობართან, შემიძლია მათი საუბრების ნუსხა გადმოგიგზავნოთ), და კარგად ვიცი რას წარმოადგენდა თქვენს მიერ ჩამოყალიბებული პროკურატურა. ვერც ერთი პროკურორი ვერ იღებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ყველაზე მარტივ საქმეზეც კი, ( ინერციით დღესაც იგივე გრძელდება ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების საკუთარ თავზე ერთი და მეორე ეშინია უშუალო უფროსის არაფრად ჩამთვალაო პრინციპის), თუ თავის უფროსს არ შეუთანხმებდა, ის უფროსი კი ოლქის პროკურატურაში იღებდა ნებართვას და მე ვიცი ბევრი საქმე, რომელზეც უთქვენოდ გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა, აქ ლაპარაკია აღმკვეთი ღონისძიების შერჩევაზე, რითაც დააკნინეთ რიგითი პროკურორები, რომლებსაც აუკრძალეთ ეაზროვნათ დამოუკიდებლად და იძულებულები გახადეთ შეესრულებინათ ბევრი თქვენი დანაშაულებრივი მითითება. ეხლა დაგვიანებულია, მაგრამ შემეძლო ერთი ხუმრობანარევი რჩევა მომეცა:სულ რომ "ბიუჯეტზე" ფიქრობდით, მამათქვენის სახლს კი ბათქაში რომ აქვს ჩამოცვენილი, რისთვის უხდიდით ფუნქციადაკარგულ პროკურორებს ამხელა ხელფასს? თუ მაინც თქვენ უნდა გადაგეწყვიტათ ყველაფერი, დაგენიშნათ რეგიონში ერთი პროკურორი, რომელიც დაგიკავშირდებოდათ და თქვენგან მიიღებდა მითითებას. თუ ვის რა აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეფარდებოდა, რაც ძველი პროცესით გამომძიებლის კომპეტენცია იყო, ხოლო პროკურორს შეეძლო არ დათანხმებოდა გამომძიებელს. თქვენ მიიღეთ ისეთი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სადაც დააკნინეთ დაზარალებულის უფლებები, რომ მან არ იცოდეს რა წერია სისხლის სამართლის საქმეში და თქვენს მიერ "რეფორმირებული" პროკურორი მოუვლინეთ დაზარალებულს ინტერესების დამცველად და ეს ხდება მაშინ, როცა კურსი აღებული გაქვთ დემოკრატიული დასავლეთისკენ, სადაც თქვენგან განსხვავებით, დაზარალებულის ინტერესები პრიორიტეტულია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი საპროცესო კოდექსი წინასწარი განზრახვით იქნა მიღებული. მინდა ისევ ბიუჯეტს დავუბრუნდე.როგორც ვიცით ბიუჯეტი არსებობს სახელმწიფო და ოჯახის. მთელ საქართველოს აინტერესებს, რომელი ბიუჯეტიდან ხარჯავთ თანხებს საზღვარგარეთ ყოფნისას? ასტრონომიულ ციფრებს ლაპარაკობენ იმ თანხაზე, რომელიც თქვენ გაიტანეთ საზღვარგარეთ და მამათქვენის სახლსაც ბათქაში აღარ სცვივა უვე. ასეა, როცა ადამიანი თავგამოდებით შრომობ "სახელმწიფო" ბიუჯეტის შევსებაზე. თქვენს განცხადებაში ლაპარაკია თქვენს მიერ ჩატარებულ რეფორმაზე, რომლის დროსაც გაყარეთ სამსახურებიდან უამრავი ხალხი, თითქოს ყველა კორუმპირებული ყოფილიყოს.მართალია მე ეს არ შემხებია 2006 წლამდე ვიმუშავე, მაგრამ გამიშვეს იმის გამო, რომ არ შემრცხვება ვთქვა, ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყავი და თავიანთ ჭკვაზე ვერ მატარებდა ახლად გამოჩეკილი დილეტანტი უფროსი და მის დანაშაულებრივ მითითებებს არ ვასრულებდი. კარგად მახსოვს როგორ დაიწყეთ რეფორმა.ჯერ იყო და პოლიციის რეფორმა თავდაყირა დააყენეთ ( რაშიც ეჭვი მეპარება თქვენი წვლილიც არ იყოს), როცა გამოძიება დაუქვემდებარეთ ოპერატიულ შემადგენლობას, რაც ისევ იმაზე ლაპარაკობს, რომ ხალხს, პროფესიონალებს არაფერი შეეკითხეთ, რადგან თქვენ გინდოდათ ისეთი სამინისტროს მიღება, რომელიც კანონს ადვილად დაარღვევდა და შეასრულებდა თქვენს უკანონო ბრძანებებს. თქვენ ლაპარაკობთ ამ ხელისუფლებაზე, რომ ინტელექტის დეფიციტს განიცდის, მაგრამ თქვენი რეფორმის დროს კარგად მახსოვს, როგორ დადიოდნენ კაბინეტიდან კაბინეტში თხოვნით, რომ ოთხი ხაზი დაეწერინებინათ როგორმე. ამის პატრონები აკრიტიკებთ ახალ ხელისუფლებას?ვერ ხედავთ, ეს კაცი ხალხის შეცვლით კი არ არის დაკავებული, არამედ აზროვნების შეცვლით, რომელიც თქვენმა მთავრობამ უამრავ ხალხს დაუმახინჯა, რაც ბევრად ძნელი მისაღწევია? მოსახლეობას სჯერა მისი და უკეთეს მომავალს ელოდება, ვიდრე თქვენ პირდებოდით. ზემოთ ავღნიშნე ქართველი ხალხის სიბრძნე, მაგრამ საქართველოს სხვა უპირატესობაც აქვს დასავლურ, ცივილურ ქვეყნებთან მიმართებაში, ეს არის მისი მიწა–წყალი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ყველა თავის შვილს, და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, როგორც არ უნდა ცხოვრობდეს, მაინც საქართველოსკენ მოუწევს გული. ვიცი დიდხანს ვერ გაძლებთ მაგ ცივი ურთიერთობის ხალხთან, სჯობს ჩამოხვიდეთ, თუ რამე გაქვთ ჩადენილი მოინანიოთ და ქართველი ხალხი გითხარით ბრძენია მეთქი და მას გასაწირი შვილი არ ჰყავს, იმედია შეგინდობენ

0
20
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვახტანგ ბალარჯიშვილი
ვახტანგ ბალარჯიშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0