საზოგადოება ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება! 2013, 8 მაისი, 13:51 ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება.
2013 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას 42 000-მდე აბიტურიენტი შეეცდება.წელს საქართველოს მასშტაბით 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკით 30 000-მდე აბიტურიენტმა უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტ 14 500-მდე აბიტურიენტს ისტორია აქვს არჩეული, 11 000-ზე მეტ აბიტურიენტს კი - გეოგრაფია. ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 2012 წელს ერთიანი ეროვნილი გამოცდების ჩაბარებას 34 500-მდე აბიტურიანტი შეეცადა, მათი 71% - 24 500 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც 2011 წლის მონაცემებს 5, 3% აღემატება. 65 7-ს მოსწონს
|