სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს ? რატომ აღარ გვახსოვს იგი ? რა მნიშვნელობა აქვს მას ?
სიცოცხლის მესამედის ძილში გატარება თითქოს დროის უქმად ხარჯვად გვეჩვენება, მაგრამ ძილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. იგი, ასევე, უდიდესი აქტივობის პერიოდია, რომელიც უამრავ არაბუნებრივ საოცრებას მოიცავს.
მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენთაგანი ყოველ ღამე სიზმარს ხედავს და ეს, ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხდება. გახსოვთ თუ არა
სიზმარი, ნაწილობრივ, იმაზეა დამოკიდებული თუ როდის გაიღვიძებთ. იმ ადამიანებს რომლებიც სწრაფი ძილის დროს იღვიძებენ, სიზმარი კარგად ახსოვთ. სწრაფი ძილის დამთავრებიდან
5 წუთის შემდეგ გაღვიძებულებს ნაწილობრივ შეუძლიათ სიზმრის აღდგენა. ათი წუთის შემდეგ გაღვიძებულთა უმეტესობას სიზმარი საერთოდ აღარ ახსოვთ.
ეს არის იმის მიზეზი, რომ დილას ნანახი სიზმარი კარგად გახსოვთ.
ამ დროს თქვენი თავის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზას გადის.
მეცნიერებმა და განსაკუთრებით ფსიქოლოგებმა წინ წამოწიეს რამოდენიმე მოსაზრება, თუ რატომ ვხედავთ სიზმარს და რა განსხვავებებია მათ შორის. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით,
სიზმრები დღის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს.
მეორე ვერსიის თანახმად, სიზმარი თავის ტვინის მოდუნების საშუალებაა, რომელიც დღის განმავლობაში მოგროვილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის „გადახარისხებას“ ახორციელებს.
ყველა კვლევის და ექსპერიმენტის მიუხედავად, მეცნიერებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ძილის გაკონტროლება და, საერთოდ, რა დანიშნულება აქვს მას.