x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136023
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
იწამე თავის
image

ციდან ეშვება ტეთრი ფანტელი,

მომენატრე და მოგწერე ისევ.

საამო სურნელს შეფეთებული,


ვერ ვძლებ უშენოდ, ჩემო სიცოცხლევ.

გადათეთრებულ დედამიწაზე,

ზღვა სიხარულით გული ნავარდობს.

მივიწყებული შენგან უდროოდ,

ავადმყოფობა გულსა ვერ ინდობს.

მსუბუქი ფიფქი ციდან ეშვება,

ტანისა რხევით ქვევით ვარდება.

დამძიმებული გული პატარა,

უწამლობისგან ვეღარ კეთდება.

მერცხალთ ჭიკჭიკი, გალობა მათი,

ყურს მოსასმენად საამოდ ხვდება.

ავადმყოფობას განუკურნებელს,

გამოფხიზლება მსწრაფლ მოუხდება.

თავი ამოჰყვეს ნაზმა იებმა,

ირგვლივ მთა-ბარიც აყვავილდება.

დრო აღარ კურნავს გულის იარებს,

და არ ეცემა ის დავიწყებას.

მზემ მთის წვერიდან ამოანათა,

სხივები სტორცნა სითბოთ გამთბარი.

სულის დაცემას ხელს ნუ შეუწყობ,

"შენი სადარი, ქვეყნად არ არი!"

აყავავილებულ დედამიწაზე,

სამოთხის ბაღი კვლავაც გაშლილა.

გული მარტოობით ილევა და

სული მოლოდინითა აშლილა.

დროის დინება სწრაფად გრძელდება,

სნეულებანი მიყუჩებულა.

დამჭკნარ-გამხმარი ესე ფოთლები,

სულ ერთად შეგროვებულა.

წითელი ალი წაჰკიდებია,

ირგვლივ ყველაფერს დედამიწაზე.

ცხოვრებას ფერი შეჰმატებია,

ჩემი თავის მე რომ ვიწამე,

დრო ისევ ისე მიედინება.

ვითა მდინარე ადიდებული.

ჩემი ცხოვრება ესე უიღბლო,

მომავალსა მისახავს დიდებულს.

თამო ჯიქია

01-02-2011

6
19
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
19
  
2013, 6 მაისი, 23:24
იმედია....
2013, 6 მაისი, 23:19
imedia mimxvedri mixvdeba:)
2013, 6 მაისი, 23:18
გეთანხმებით, უმეტესად ლექსეში ჩემს გრძნობას გამოვხატავ ან ვინმეს ვგულისხმობ.
2013, 6 მაისი, 23:11
sakmaod gulshi hamcvdomi , yvela leqsidan modis ambavi adamianisa:)
2013, 6 მაისი, 23:09
გაიხარეეეთ, მაგრამ მე მგონია ჩვეულებრივი სიტყვებია. მადლობთ.
2013, 6 მაისი, 23:06
umagresiaaa da kidev umagresiii:)
0 1 6