უჩვეულო კონკურსების ბუმია მთელ მსოფლიოში.ჩინეთში 2011 წელს გაიმართა კონკურსი: ვინ უფრო მეტ ფუტკარს მიიტყუებდა საკუთარ სხეულზე 60 წუთის განმავლობაში
.კონკურსანტებს მხოლოდ და მხოლოდ გაუნძრევად დგომა ევალებოდათ ერთი საათის განმავლობაში.არც არც თუ ისე ადვილი საქმეა როცა მთელ სხეულზე მილიონობით ფუტკარი დაცოცავს. აუცილებელია წინასწარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, რადგან საკმარისია სულ პატარა გაუფრთხილებელი მკვეთრი მოძრაობა და ყველაფერი შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.ამიტომ კონკურსში მხოლოდ პროფესიონალი მეფუტკრეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც კარგად იციან ე.წ. "ფუტკრების ფსიქოლოგია".
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონკურსში მონაწილეობა გაბედა მხოლოდ ორმა ადამიანმა.მწერების მიზიდვა ხდებოდა ფუტკარების დედის საშუალებით.გაიმარჯვა 42 წლის ვან დაიმმა მან სხეულზე მიიზიდა 26 კგ ფუტკარი, მოწინააღმდეგემ 22, 9 კგ.. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა გამარჯვებულმა ვერ დაამყარა რეკორდი (1998 წ. ამერიკა. მარკ ბიანკანიელო-39, 5 კგ.)