სხვა გენიალური მწერალი,რომელმაც უამრავ დავადებას თავი დააღწია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2013, 5 მაისი, 19:23 ადამინი, რომლის წერის სტილმა დიდი გავლენა მოახდინა მეოცე ერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ–ერთ გარეუბან ოკ–პარკში, ილინოისის შტატში, მამამისი - კლარენს ედმონდს ჰემინგუეი - იყო ფსიქიატრი, ხოლო დედამისი - გრეის ჰოლ–ჰემინგუეი - მუსიკოსი. როდესაც კლარენსი და გრეისი დაქორწინდნენ 1896 წელს, გადავიდნენ საცხოვრებლად გრეისის მამის, ერნესტ ჰოლის სახლში, ვის საპატივსაცემოდაც დაარქვეს თავიანთ პირველ შვილს სახელი. ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან "იყო ერნესტის მნიშვნელობა". ოჯახის შვიდოთახიანი სახლი, საპატივსაცემო სამეზობლოში, მოიცავდა გრეისის მუსიკალურ სტუდიასა და კლარენსის მედიცინურ ოფისს.ჰემინგუეი დადიოდა ოკ–პარკ და რივერ–ფორესტის სკოლაში 1913 წლიდან 1917 წლამდე, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, ორი თვე არც კი გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით არის აღწერილი რომანში "მშვიდობით, იარაღო!". ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით. ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი ცხოვრების განმალობაში გადაიტანა: ციმბირის წყლული, მალარია, პნევმონია, დიზინტერია, კანის კიბო, ჰეპატიტი, ანემია, დიაბეტი, მაღალი წნევა, ორი ავიაკატასტროფა, ორ-ორი ოპერაცია თირკმელებსა და ღვიძლზე, ხერხემლის დაზიანება, გატეხილი თავის ქალა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 116 13-ს მოსწონს
|