x
image
ბუბუ007
გენიალური მწერალი,რომელმაც უამრავ დავადებას თავი დააღწია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადამინი, რომლის წერის სტილმა დიდი გავლენა მოახდინა მეოცეimageსაუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე, რომელმაც შეძლო და მოახერხა საქვეყნო აღიარების მოპოვება თავისი შესანიშნავი ნაშრომებით, მაგრამ ის ფაქტი, რომელმაც შეძრა მთელი კაცობრიობა არის ამ გენიალური მწერლის თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე.

ერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ–ერთ გარეუბან ოკ–პარკში, ილინოისის შტატში, მამამისი - კლარენს ედმონდს ჰემინგუეი - იყო ფსიქიატრი, ხოლო დედამისი - გრეის ჰოლ–ჰემინგუეი - მუსიკოსი. როდესაც კლარენსი და გრეისი დაქორწინდნენ 1896 წელს, გადავიდნენ საცხოვრებლად გრეისის მამის, ერნესტ ჰოლის სახლში, ვის საპატივსაცემოდაც დაარქვეს თავიანთ პირველ შვილს სახელი. ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან "იყო ერნესტის მნიშვნელობა". ოჯახის შვიდოთახიანი სახლი, საპატივსაცემო სამეზობლოში, მოიცავდა გრეისის მუსიკალურ სტუდიასა და კლარენსის მედიცინურ ოფისს.ჰემინგუეი დადიოდა ოკ–პარკ და რივერ–ფორესტის სკოლაში 1913 წლიდან 1917 წლამდე, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, ორი თვე არც კი გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით არის აღწერილი რომანში "მშვიდობით, იარაღო!". ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით.

ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი ცხოვრების განმალობაში გადაიტანა: ციმბირის წყლული, მალარია, პნევმონია, დიზინტერია, კანის კიბო, ჰეპატიტი, ანემია, დიაბეტი, მაღალი წნევა, ორი ავიაკატასტროფა, ორ-ორი ოპერაცია თირკმელებსა და ღვიძლზე, ხერხემლის დაზიანება, გატეხილი თავის ქალა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

6
116
13-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
116
  
2013, 9 მაისი, 22:14
ამის ადგილას მეც მოვიკლავდი თავს.
2013, 5 მაისი, 19:38
იცოცხლე შენც ასევე
2013, 5 მაისი, 19:36
გაიხარე კარგი ადამიანი ხარ !!!!!!!!
2013, 5 მაისი, 19:33
კიი წავიკითხე ეგ ვიცოდი კიდეც ))))
2013, 5 მაისი, 19:31
გაიხარე !!!!!!!! წაიკითხე?:)
2013, 5 მაისი, 19:28
კარგი სტატიაა ))
0 1 6