x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136040
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
ცამ დაიქუხა
image

ცამ დაიქუხა მჭექარედ,

ბურუსში ახვევს ავსულებს.

ქართველთ მოადგნენ რუსები,


რა დამავიწყებს იმ დღეებს.

აქეთ გაისმის სროლის ხმა,

იქით ვიღაცის კივილი.

აქეთ ყუმბარა ფეთქდება,

იქით კი ისმის ყვირილი.

შიშსა მოუცავს ქვეყანა,

ვერ გარკვეულა რა ხდება.

ამერ-იმერი ერთდება,

ომში გმირულად ებმება.

ცაში ვერტმფრენი ნავარდობს,

ქუჩებში რუსის ტანკები.

ხალხი გვჭირდება საომრად

და არა რუსის ტიკები.

სისხლი იღვრება მიწაზედ,

უშიშრად კვდება ვაჟკაცი.

მუდამ იხარებს ქვეყანა,

სანამ ესეთი გვყავს კაცი.

რეკავს ზარები გოდებით,

უფალს ავედრებს ბიჭებსა.

გზა გაუნათდეთ დიდებით,

ჩვენსა გმირებსა შვილებსა.

რუსი ვერაფერს დაგვაკლებს,

ვერ მოგვიღერებს ყელს, ვერა.

ჩვენს დამარცხებას ვერ შეძლებს,

რადგან ერი ვართ ძლიერი.

20-05-2010

თამო ჯიქია

0
21
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0