x
image
SnowRider
საუკეთესო ანეკდოტები

image1. – დე‚ რად გინდა ძუძუები?
– პატარა რომ იყავი‚ რძეს გაჭმევდი...

– ახლა რაღაში გჭირდება?


– სამახსოვროდ დავიტოვე...






2. – მამა‚ დედა რატომ შეირთე?


– ხედავ‚ ქალო‚ ბავშვსაც კი უკვირს...






3. – რას იზამ‚ შენი კბილის ჯაგრისი რომ უნიტაზში ჩამივარდეს?

– ახალს ვიყიდი... რა‚ ჩაგივარდა?

– არა, ისე გკითხე.

– აუ‚ ესე იგი‚ ახალი უნდა ვიყიდო....




5. – მამა‚ როცა გავიზრდები‚ რაც მომინდება‚ ყველაფერს გავაკეთებ, არა?!


– არა‚ შვილო‚ უკვე ცოლიანი იქნები.



6. გადავწყვიტე‚ დიეტაზე დავჯდე. მირჩიეს‚ ხშირად ვჭამო და ცოტ-ცოტა... პირველ პუნქტს უკვე ვასრულებ.


7. პოლიციის აკადემიაში გამომცდელი ეკითხება კურსანტებს:


– თქვენ წინაშე დევს ეჭვმიტანილის პროფილი. რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ?


პირველი კურსანტი: ეჭვმიტანილს ერთი ყური აქვს.


– არ არის სწორი. აბა, თქვენ?


მეორე კურსანტი: ეჭვმიტანილს ერთი თვალი აქვს...


– არ არის სწორი. აბა‚ შემდეგი!


– ეჭვმიტანილს ლინზა აქვს...


– ყოჩაღ! აბა, აუხსენი შენს უტვინო მეგობრებს‚ როგორ გააკეთე ასეთი დასკვნა?


– ელემენტარულად: ცალ ყურზე სათვალე ხომ არ გაუჩერდებოდა?!.




8. შეტყობინება გოგონებს‚ რომლებიც ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს: „ცხენი გზაში დამეღუპა‚ მოვდივარ ფეხით‚ მაგვიანდება.“




9. – ცოლი მოგიყვანია?


– კი.


– აბა‚ როგორ ხარ?


– მოწევა არ შეიძლება‚ დალევა არ შეიძლება...


– ხომ არ ნანობ?


– სინანულიც არ შეიძლება....

3
42
4-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
42
  
2013, 4 მაისი, 21:30
სინანულიც არ შეიძლება მაგარი იყო :D
2013, 4 მაისი, 21:28
:D:D:D:D
0 1 3