x
image
ია გელიტაშვილი
ისევ სახალხო ერთფეროვნება
სიკვდილმისჯილის ფიქრები:იქ ხომ მაინც კარგად ვიქნები

მიდიოდა გზაზე, მიდიოდა, უნდოდა საუბარი თუმცა გზაზე ქვაც არ ეგდო

აეღო

წაეღო


წამოეღო

არ იყო

არც ქვა არ იყო

როცა ადამიანს გააჩნია განსხვავებული აზრი ის მარტოა, იქამდე სანამ მისივე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არ გამოჩნდება, თუმცა თუ გამოჩნდა ის ხომ განსხვავებული აღარ იქნება?

გამოჩნდა 1, 2, 3, 4 მერე

მერე გავრცელდა, სახალხო გახდა და განსხვავებულობაც დაიკარგა.

ისევ ერთფეროვნება

ისევ სახალხო

ისევ ბანალურობა და იწყება სხვა, ახალი, ახლიდან..

მიდიოდა და ჯერ ქვაც არ ეგდო გზაზე

მერე ვარდება ქვა

ჩნდება ფესვი, ბუჩქი, ხე ხის ნაყოფი

მერე

მერე ვიზრდებით, ვდიდდებით, ვივსებით, ვიქნებით..

ვკვდებით

ახლიდან იწყება

უსასრულოა

მაიას ტომებმა იწინასწარმეტყველეს სამყაროს აღსასრული თუმცა ეგეც ცრუ განგაში აღმოჩნდა, აჟიოტაჟი გამოიწვია და როგორც ყოველთვის უამრავ ადამიანს იმედი გაუცრუა..

სიკვდილმისჯილის ფიქრები:იქ ხომ მაინც კარგად ვიქნები..imageimageimage


0
23
3-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0