x
image
Kurnosa7
კაცი, რომელიც ტარაკანებით იკვებება

image

ტარაკანა... ამ სიტყვის გაგონება და მითუმეტეს მწერის დანახვა ზიზღს იწვევს ადამიანთა უმეტესობაში, განსაკუთრებით მანდილოსნებში.
დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ადამიანზე, რომელიც ტარაკანებით იკვებება და თავისი ექსენტრიკული ხასიათი ბიზნესად აქცია.
image

ეს პიროვნება 63 წლის რობი მაკელტოში გახლავთ. ის შოტლანდიის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და იცნობენ როგორც ტარაკანების მტერს.
სიტუაცია კი შემდეგში მდგომარეობს.
როგორც რობი ამბობს, მისი ეს უცნაური ქცევა დაახლოებით ხუთიოდე წლის წინ დაიწყო, როდესაც მისი მეუღლე რამდენიმე დღით მივლინებაში იყო სამსახურიდან რაც სახლის სისუფთავესაც შეეტყო. როდესაც რობი სასაუზმოდ დაჯდა ტელევიზორი ჩართო და ყურადღება არც კი მიუქცევია თუ რა შეიზლებოდა ყოპილიყო საჭმელში შემთვევით შეპარული.
- როდესაც რამდენიმე ლუკმა გადავყლაპე, ცოტაარიყოს რაღაც უცნაური და არომატული გემო ვიგრძენი. მოგატყუებთ, რომ გითხრათ მსგავსი გემრიელი რამ არასდროს გამისინჯავსთქო (იცინის)
როდესაც საუზმობას მოვრჩი და ჭურჭლის მილაგება დავიწყე შემთხვევით წავაწყდი რამდენიმე ტარაკანას, რომლებიც მოვკალი.
თუმცა მეორე დღეს უფრო ბევრი ტარაკანა იყო ჩემს სახლში. თავში მიტრიალებდა ის აზრი, რომ საჭმელში სწორედ ტარაკანა იყო და მწერი მივირთვი. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა და გადავწყვიტე შემეჭამა ტარაკანა და საბოლოოდ გამეგო მართალი იყო ჩემი ვარაუდი თუ არა...
სიმართლე გამოდგა (იცინის)
თუმცა არ იყო ისეთი საშინელი გემოს მქონდე, როგორიც წარმომედგინა... საბოლოოდ ტარაკანები ჩემი სახლიდან გავაქრე.
როდესაც ჩემი მეუღლე ჩამოვიდა ვუამბე ყველაფერი, გაოგნდა და არც მიჯერებდა... თუმცა ბოლოს მაინც დაიჯერა და მთელს ქალაქს მოსდო ეს ამბავი, ალბათ ჩემი დასჯა უნდოდა, თუმცა პირიქით მოხდა. არ ვიცი რა ხდებოდა იმ წელს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ტარაკნები იყვნენ ქალაქში. ყველა მე მეძახდა ტარაკნების დასამარცხებლად... თან გასანმრჯელოსაც ვიღებდი ამ ყველაფერში... დროთა განმავლობაში იმდენი შეკვეთა შემოდიოდა გადავწყვიტე პატარა ოფისი მომეწყო სახლში სადაც პირადი ტელეფონი დავიდგი და დღესაც მეხმიანებიან ტარაკნებით შეწუხებული ოჯახები.

4
221
4-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
221
  
2013, 5 მაისი, 11:13
:D:D:D:D
2013, 4 მაისი, 23:36
შენთან მაგრად ვერთობი :D :D
2013, 4 მაისი, 20:01
ფუ შენი.......... :D
2013, 4 მაისი, 10:51
ფუ რა საზიზღრები არიან...მაგრამ ტარაკანაზე ანეგდოტი გამახსენდაა.........მამი მამი ქიშმიშს ფეხები აქვს?-ისევ ტარაკანა შეჭამე შე შობელძაღლო:D::D:D:D:Dსტატია უმაგრესია
0 1 4