კრიტიკა მხოლოდ საქართველოში 2013, 3 მაისი, 23:50 მხოლოდ საქართველოში
1-ქალიშვილობის მოდური ინსტიტუტი
2-მხოლოდ საქართველოში წიგნებს მზითებში მხოლოდ იმიტომ ატანენ, რომ დედამთილის თვალში წიგნი რამედ გამოჩნდეს (წიგნი მაინც რამედ გამოჩნდეს)
3-ლამაზი გოგოები ცუდი ყოფაქცევის ჰგონიათ (პირდაპირ შემეძლო დამეწერა რაც ჰგონიათ, მაგრამ გამოჩნდებოდა ვინმე ვინც ამ სიტყვის გულისთვის სტატიას დამიბლოკავდა, ის ადამიანი რომელიც რეალობას ვერ უსწორებს თვლას )
4-კითხულობენ წიგნებს მოდისთვის და რაც მოდაშია 5-მხოლოდ ჩვენთან ყოველი ინგლისური სიტყვა მათთვის მშობლიურია ქართული? (ხანდახან საერთოდ არ ესმით) 6-მხოლოდ საქართველოში რატომღაც მოდაშია ბრიტანეთის დროშა (იმიტომ რომ ლამაზია ნებისმიერს რომ შეეკითხო შეიძლება ვერ გიპასუხოს რისი ან ვისი სიმბოლო და დროშაა უბრალოდ ლამაზია) 7-მხოლოდ ჩვენთან ყველა სატელევიზიო კონკურსში იმარჯვებს სიმპატიური ბიჭი.გოგოები უმესიჯებენ და საკმარისია გაიგონ, რომ ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავს, რომ ის იმ კვირასვე დატოვებს პროექტს.. 8-ადამიანს "გადაუვლიან" კინოში განსახიერებული როლის გამო. 9-მხოლოდ ჩვენთან ბავშვები წეროებს მოჰყავთ და მერე საყვარლებში დადიან 10-კითხულობენ "ისეთ" წიგნებს მერე მალავენ, მერე აკრიტიკებენ თუმცა ღამღამობით მათ გარეშე ვერ იძინებენ 11-მხოლოდ აქ გაუგიათ ჯინსების თაობა "გაუგიათ" არ წაუკითხავთ თუმცა სიამაყით აცხადებენ ააა ეგ კი მაგარი წიგნია გოგო წაიკითხე.. 12-მხოლოდ აქ "კბენენ" 11 წუთს 13-მხოლოდ საქართველოში თმას თუ შეიღებავ შენ ყავასაც დალევ და შიშველიც იბანავებ 14-აჩენენ უამრავ შვილს სახელმწიფოსა და მეზობლის იმედზე 15-მხოლოდ ჩვენთან: კლუბში თუ დაგინახეს...ნუ მოკლედ არ უნდა დაგინახონ 16-კაცები: არაა მაგას ჩემს ცოლს ვერ ვაკადრებ, არადა ცოლს უნდა, რომ აკადრონ..აკადრებს მერე ვინმე სხვა და კარადის დალაგებაც იწყება 17-მხოლოდ ჩვენთან გაუგიათ მაგრამ არ სჯერათ, უნახავთ მაგრამ არ სჯერათ და არ უნახავთ და სწორედ ეგ სჯერათ.. 18-აქ ტყვია ესროლეს ილიას.. 19-აკეთებენ, უსმენენ, დადიან, არ აღიარებენ..სცხვენიათ........ კიდევ ბევრია, თუმცა არ მინდა ჩემი ქვეყანა კიდევ გავაკრიტიკო, ჩემი ქვეყანა მზიანი კოხტა....... 117 5-ს მოსწონს 1-ს არა |
14-აჩენენ უამრავ შვილს სახელმწიფოსა და მეზობლის იმედზე.....აი ამათზე კიდე ბევრი ვიცინე:D:D:D:D