x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135709
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
როცა მეგობრებს ისეთი თანამედროვე ბინები აქვთ, რომ წამოსვლა აღარ გინდა...
imageროცა მეგობრებს ისეთი თანამედროვე ბინები აქვთ, რომ წამოსვლა აღარ გინდა... შენ კი ინტერიერის გასახალისებლად არც საკმარისი დრო გაქვს და არც ფინანსები.

image

მარტივი გამოსავალი: დამიჯერე, თანამედროვე და მყუდრო გარემოს შექმნა ამ უკანასკნელის გარეშეც მშვენივრად შეიძლება. საამისოდ, პირველ რიგში, დაუარე ოთახებს და კედლებზე ამაყად გამოჭიმული პატარ-პატარა ნახატები ჩამოხსენი. მათ ნაცვლად მისაღებ ოთახში დიდი სარკე დაკიდე, ჯერ ერთი სივრცის ეფექტს ქმნის და თან სინათლის გამოსხივებასაც აორმაგებს - გვირჩევენ ინტერიერის დიზაინერები. შეგიძლია სარკის ნაცვლად რაიმე დიდი ფერწერული ტილო გამოფინო (ალბათ გეყოლება მეგობარი მხატვრები) თუ არადა, ჩარჩოში რომელიმე საყვარელი ფოტო ჩასვი - ოთახის ეს ნაწილი შეუმჩნეველი არავის დარჩება.

image


თუკი შენი ოთახი თეთრად არის შეღებილი, ერთ-ერთი კედელი სხვა ფერის საღებავით გადაღებე და მერე ოთახს ამავე ფერის აქსესუარები დაუმატე. მაგალითად კედელი ნარინჯისფრად შეღებე და ოთახში ამავე ფერის ფარდები დაკიდე, ჟურნალების მაგიდაზე კი ნარინჯისფერი სურათის ჩარჩო ან ლარნაკი დადგი. ამ გზით ახალი ფერი მინიმალური დანახარჯებით ''შემოიჭრება'' შენს ოთახში.


2
145
7-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
145
  
2013, 3 მაისი, 18:23
რა საყვარელია მაგრამ მე შპალერი მაქვს .=(
0 1 2