ტექნოლოგიური სიახლეები ფანრიანი Nokia 32 000$ ღირს 2013, 1 მაისი, 21:50 200 მილიონი ნოკია, მოდელი 1100 გამოვიდა 2003 წელს. მათ შორის არის სხვადასხვა მოდელები: RH-15, RH-16, RH-17 და RH-18.
ეს მოდელი ტელეფონს აწერია უკანა მხარეს, ბატარეის ქვემოდან. 32 000$ არის აუქციონის ყველაზე მაღალი ფასი, რომელითაც nokia 1100 შეიძინეს. მაგრამ RH-15, RH-16, RH-17-ს არ არის მაღალ ფასიანი, იგი ჩვეულებრივი დაბალი ფასით გამოირჩევა, ყურადღება ექცება მხოლოდ RH-18 მოდელს, რომლითაც ამერიკელი ჰაკერები დაინტერესდნენ.
ნოკია 1100, RH-18-ის მეშვეობით ამერიკელი ჰაკერები ბანკის ანგარიშებს ტეხავენ, შესაბამისად ნოკია 1100-ის შესაძენად, 32000$ მათთვის არაფერია.
თავდაპირველად როდესაც ამ მოდელის ნოკია გამოვიდა, მისი ფასი 700$ იყო, არავინ იცოდა ამ ტელეფონის შესაძლებლობები, მაგრამ RH-18-ის მოდელს აღმოაჩნდა ის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ამერიკელმა ჰაკერებმა ბანკის ანგარიშების გატეხვა დაიწყეს. დღესდღეობით შეჩერებულია RH-18 მოდელის ნოკიების გამოშვება და მისი ყველაზე მაღალი ფასი 32 000$ გახლავთ.
რა თქმა უნდა, ნოკია 1100 RH-18-ის შესაძლებლობების გამოყენება (ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით) ყველას არ შეუძლია, ეს ჰაკერული ხრიკი მხოლოდ ერთეულმა ადამიანმა იცის მთელ მფოსლიოში, და ესენი არიან ამერიკელი ჰაკერები. შენ თუ გაქვს ნოკია 1100 RH-18, იღბლიანი ადამიანი ყოფილხარ, რადგან საქართველოს ბაზარზე დღესდღეობი, უმრავლესობამ არ იცის ამ ნოკიის შესაძლებლობები, შესაბამისად მისი ფასი 10-50 ლარამდე მერყეობს. (რა თქმა უნდა თუ დარჩენილია RH-18 მოდელის ნოკიები). ყველას გისურვებთ წარმატებას, შეამოწმეთ თქვენი ტელეფონების უკანა მხარე. 11256 31-ს მოსწონს 2-ს არა
|