x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
სასოფლო-სამეურნეო ბარათების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით 10 მოქალაქე დააკავეს

imageსახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით 10 მოქალაქე დააკავეს, — ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ 2 პროექტს — „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ ახორციელებს. ამ სააგენტომ ფონდიდან მიიღო დაფინანსება და რეგიონებში გლეხებს დაურიგა სასოფლო- სამეურნეო ბარათები, რომლითაც მიწების დამუშავებისთვის მათ შეეძლოთ შეეძინათ საჭირო სასოფლო-სამეურნეო საქონელი და ინვენტარი იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბარათებში მითითებული იყო, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტქები, კერძოდ, პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდბნენ ვაუჩერებს, თანაც რეალურზე ნაკლებ ფასად. ისინი აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ თითქოს ფერმერს ბარათში მითითებული თანხის შესაბამისი საქონელი მიყიდეს. ამის შემდეგ, ვაუჩერების ბანკებში წარდგენით, ბარათში მითითებულ სრულ თანხას იღებდნენ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მიმდინარეობს გამოძიება თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით.

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0