x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
რა სიახლეებია ირინა ბაირამაშვილისა და მეგი გოგიტიძის ცხოვრებაში

imageცოტა ხნის წინ ირინა ბაირამაშვილმა და მეგი გოგიტიძემ დუეტი ჩაწერეს. როგორც თავად გვითრეს დიდი ხანია მეგობრობენ და სიმღერაც ერთობლივი ძალებით დაიწერა. მსმენელმა კი მალევე შეიყვარა.
მეგის საკუთარი ბენდი ჰყავს. აქვთ ხმის ჩამწერი სტუდიაც. მათთან სიახლეა ის, რომ მალე მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც საინტერესო გამოსვლები იგეგმება.
ირინა:
– ბავშვობიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დავდიოდი. მოგეხსენებათ საგარეჯოში ვცხოვრობ და დედა იქიდან თბილისში მატარებდა ხოლმე. გარდატეხის ასაკში შევწყვიტე სიმღერა, თუმცა გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. საზოგადოებამ `ჯეოსტარიდან~ გამიცნო. ბოლოს, როგორც იცით "ახალ ხმაში" ვმონაწილეობდი.
მეგი:
– ძალიან დიდი ხანია ვმღერი. 16 წლიდან ბენდთან ერთად ვმუშაობ. 23 წლის ვარ და ამ დროის განმავლობაში ბევრი ბენდი გამოვიცვალე. ვქმნით ახალ-ახალ სიმღერებს. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.
– ბენდთან მუშაობა საქართველოში მომღერლისთვის ფუფუნებაა. შენ როგორ მოახერხე?
– რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თან სდევდა გარკვეული პრობლემები. როგორც გითხარით დიდ ხანს მოვუნდი ბენდის საბოლოო დაკომპლექტებას. იყვნენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ვინც უკრავდა ბენდში, თუმცა მუსიკალური თვალსაზრისით ვერ ვეწყობოდით. უფლის წყალობით ვიპოვე ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ახლა საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობ. ჩემს გარდა ბენდში ოთხი წევრია. მათ საკუთარი ინსტრუმენტები აქვთ და ყიდვა აღარ დაგვჭირვებია.
გეტყვით იმასაც, რომ მოსკოვში მივდივართ 10 მაისს. რეჟისორმა ჟენია კურინმა ჩვენს სიმღერებს მოუსმინა და შემოგვთავაზა მისი ფილმის პრემიერაზე ვიმღეროთ. 20 მაისს კი ჩვენი კონცერტი მოსკოვშია დაგეგმილი. კიევიდანაც გვაქვს მოწვევა. უნდათ, რომ მუსიკალურ ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა. ძალიან დიდი გეგმები მაქვს ჩემს ბენდთან ერთად. ამისთვის ყოველდღე ინტენსიურად ვმეცადინეობთ. მანამ, სანამ მოსკოვში წავალთ ორ მაისს ქუთაისში, ღია ცის ქვეშ გვექნება კონცერტი.
– ირინა პროექტ "ახალი ხმის" მერე თუ წამოვიდა რაიმე შემოთავაზებები?
– ცუდი პერიოდია. კონცერტები აღარ ტარდება. რაც ტარდება, საქველმოქმედოა თუ არასაქველმოქმედო ყოველთვის მეძახიან. მიხარია, რომ ხალხს სულ ვახსოვარ. სამწუხაროდ ზარმაცი ვარ. მუდამ ძიების პროცესში ვარ, არ ვიცი რა მინდა. მეც მყავდა ორი წლის განმავლობაში ბენდი, ვმღეროდით ბარებში, მაგრამ მინდა მუსიკა თავად შევქმნა. მეგი თვითონ წერს მუსიკას, რაც ძალიან მაგარია, თუმცა რთულია. ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია.
გეტყვით იმასაც, რომ მუსიკალური სტუდიის გაკეთებას ვფიქრობ თბილისში. საგარეჯოში მაქვს ჩემი სტუდია. თბილისში, რომ გავაკეთებ აუცილებლად სასცენო ხელოვნებას, მეტყველების კულტურას და ქორეოგრაფიასაც ვასწავლით.
მინდა მომავალი საქმიანობა მთლიანად დავუკავშირო მუსიკას. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი. ჩემი საქმე ნამდვილად არ იყო ეს სფერო. ნახევარზე მეტს არ დავდიოდი, ამიტომ გამიბრაზდნენ და გამომიშვეს. თუმცა ამაზე გული არ დამწყვეტია.
– არ გიჭირს საგარეჯოდან თბილისში სიარული?
– ადვილი არ არის, მაგრამ მივეჩვიე. ერთი მანქანა, რომ მყავდეს კი კარგი იქნებოდა. ხან თბილისში ვარ და ხან საგარეჯოში. ჩემი სახლი ძალიან მიყვარს, ამიტომ დიდხანს აქ ვერ ვძლებ.
– მშობლები როგორ უყურებენ თქვენს მუსიკალურ კარიერას? ალბათ ხელს გიწყობენ.
– დედაჩემს უნდოდა ისეთი სამსახური მქონოდა, სადაც სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. თუმცა იცის ჩემი ხასიათი. ხვდება, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ხელს მიწყობს წარმატების მიღწევაში.
მეგი:

image

– დედაჩემს თავიდან უნდოდა, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. ასეც მოხდა, თუმცა პირველი კურსი დავხურე თუ არა საბუთები გამოვიტანე და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მსახიობობა ძალიან მომწონს. მშობლები ხელს მიწყობენ ყველაფერში. ახლა ფილტვებზე პრობლემა მაქვს. დედაჩემი ბათუმში მუშაობს და დიდი ხნით ვერ ჩამოვიდა. დღეში იმდენჯერ მირეკავს ვერ გეტყვით. სანამ ის ჩამომაკითხავს თავისი დაქალი გამომიგზავნა, რომ მომიაროს (იღიმება).
– მეგი არ გქონია სურვილი, რომელიმე სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?
– "ვარსკვლავების აკადემიაში" ვმონაწილეობდი. გახსოვთ ალბათ შენობის ჩამონგრევის გამო პროექტი, რომ შეწყდა. ეს დიდი ხნის წინ იყო და მის მერე არცერთ პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა. ასეთი შოუების ფორმატი `ჩემი~ არ არის. არც ტელევიზიით მოპოვებული პოპულარობა მხიბლავს. ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს და მისმენს. `Nიგჰტ ოფფიცე~-ში გვქონდა კონცერტი და 2.000 კაცი მოვიდა.
ირინა:
– ასე სადად მოპოვებული პოპულარობა სჯობს, ვიდრე ტელევიზიით. მე მგონია, რომ ჩემი მსმენელი ცოტა გავაღიზიანე. ოთარ ტატიშვილი მეუბნებოდა პროექტი არ ყოფილა, სადაც შენ არ იყავიო. ეს ზარმაცობისგან მომივიდა. თითქოსდა ამ პროექტებში მონაწილეობით გამოსავალს ვპოულობდი. თანაც სცენა ძალიან მენატრებოდა, მწყუროდა. ახლა მინდა სტუდიაში ჩავიკეტო და ვიმუშაო. მაგრამ მჯერა რომ ყველაფერი გამოსწორდება.
მეგი:
– ირინას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ამ პროექტებს მოეშვი-მეთქი. ისე კარგად მღერის, რომ პროექტებში, ყოველთვის ჩარჩოში მოექცევა. მე, რომ დამიწესებენ ამ დროიდან ამ დრომდე უნდა იმღეროვო, ვკვდები. განა იმას ვამბობ, რომ ასეთი შოუები არ უნდა იყოს. არიან ამ ყველაფერზე მორგებული მომღერლები, მაგრამ ირინა ასეთი არ არის და არც მე. სიმღერის დროს თავისუფლებას ვანიჭებ უპირატესობას.
ირინა:
– მეგი ძალიან სხვანაირია. მეტყვის, ხოლმე დღეს სიმღერა უნდა დავწეროთო და ამ დროს ჩემს სიზარმაცესაც ვძლევ.
– ერთმანეთი როდის გაიცანით? როდის დამეგობრდით?
– დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. დაახლოებით ხუთი წელია. გაცნობის პირველივე დღიდან დავმეგობრდით. ირინა ჩემი დაა.
– დუეტის ჩაწერა ვისი იდეა იყო?
– ტერენტი გრანელის, გუჯა ბურდულისა და ჩემი ტექსტი ერთად არის გაერთიანებული. ყოველთვის მინდოდა, რომ ეს სიმღერა მე და ირინას გვემღერა, რადგან ვიცოდი ირინას აკორდები ყველაზე მეტად მოუხდებოდა. მან ზუსტად ის იგრძნო და ის გააკეთა რაც კარგი მუსიკისთვის საჭირო იყო. სიმღერა ჩვენს, "აი სტუდიოში" ჩაიწერა.
ირინა:
– მეგისთან ჩაწერილი დუეტი ყველას ძალიან მოსწონს. არ არსებობს ქალაქში გამოვიდე და ერთმა მაინც არ მითხრას, რომ კარგი სიმღერაა. კიდევ ვაპირებთ მე და მეგი სიმღერის ჩაწერას. მგონია, რომ მეც "დავიქოქები" და სიზარმაცეს ვძლევ.
– თქვენი მუსიკალური საქმიანობა არის დღეს შემოსავლის წყარო?
მეგი:
– შემოსავლის წყარო არის. გვეძახიან კონცერტებზე. ჩვენი ბენდის კონცერტზე ხალხი ყოველთვის ესწრება. შემოსავალი რა თქმა უნდა აქედანაც მოდის.
ირინა:
– რა საქმეც გსიამოვნებს და გულით აკეთებ შემოსავლის წყაროც მეტნაკლებად არის. როდესაც მეკითხებიან, რამდენს ვითხოვ იმისთვის, რომ ამა თუ იმ საღამოზე ვიმღერო, პასუხის გაცემა ყოველთვის მიძნელდება ხოლმე. ვეკითხები რისი საშუალება გაქვთ თქვენ და ა.შ.
მეგი:
– ძალიან მოდაშია საქველმოქმედო კონცერტები. ამას წინათ ერთ ასეთ კონცერტზე მივედი, ვიკითხე ვის ვეხმარებით რატომაა საქველმომედო მეთქი. მომღერლებმაც კი არ იცოდნენ პასუხი. ასეთი რაღაც არ შეიძლება. გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად კონცერტზე მეც ვიმონაწილევე, რადგან საჭირო იყო ამ ადამიანს გვერდში დავდგომოდით.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ირინა:
– მეგი, რომ მოივლის გასტროლებს, ახალ სიმღერებსაც აუცილებლად ჩავწერთ. აღარ მინდა ჩემს ცხოვრებაში იგივე განმეორდეს, როცა რომელიმე პროექტის დასრულების შემდეგ არაფერი ხდებოდა.
მეგი:
– ირინასთან ერთად აუცილებლად ჩავწერ სიმღერებს. სულ მალე ჩამი სიმღერა გამოვა, რომელიც სავარაუდოდ რადიო `აფხაზეთის ხმაზე~ აჟღერდება.
ირინა საოცრად ნიჭიერია. სიმღერებს თვითონაც წერს, მაგრამ სათანადოდ არ იხარჯება. ამბობს არ შემიძლიაო, არადა ტყულია. საქართველოს ახალი რაღაც სჭირდება. დავიღალეთ სხვისი მიბაძვით.
– პირად ცხოვრებაზეც მომიყევით. შეყვარებული არ გყავთ?
ირინა:
– სულ შეყვარებული ვარ. მუდამ რაღაც "მიჩხვლიტინებს" გულში. ერთ დროს მიყვარდა, რაზეც ძალიან ბევრი ვისაუბრე და მერე ვინანე. ჯერჯერობით სერიოზული არაფერია.
მეგი:
– არც ისე დიდი ხნის წინ სიყვარულისგან დარტყმა მივიღე. ეს ისევ ჩემი ემოციურობის ბრალია. ისეთი ტიპი ვარ, რომ ერთ დღეს შეიძლება მივხვდე, რომ ის ადამიანი რომელთან ერთადაც ვარ არ მიყვარს. ასე მოხდა წინა ურთიერთობაშიც. ახლა მთლიანად ჩემს საქმიანობაზე ვარ გადართული.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ქეთათო არ გამიბრაზდეს და ირაკლი ჩარკვიანს დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ცოლად. მატერიალური მდგომარეობა, ფიზიკურობა _ ჩემთვის არ არის მთავარი. თუ ვინმე დავინახე და მომეწონა ის ყველაზე ლამაზი მგონია ხოლმე. პიროვნულად ძლიერი ვარ. მინდა მამაკაცი რომელიც ჩემს გვერდით იქნება ჩემზე ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს. კაცი მაშინ მომწონს, როცა ვხვდები, რომ ჩემზე დამოკიდებული არ არის.
ირინა:
– ვაჟკაცური უნდა იყოს. დამოუკიდებლობას ბავშვობიდან მივეჩვიე. ძლიერი ადამიანი ვარ. გვერდით ისეთი კაცი მინდა, ვინც ჩემზე მეტ სიძლიერეს მაგრძნობინებს.
გამოჩნდით ხალხო დავბერდი 27 წლის ვარ. (იცინის)

0
35
2-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0