სხვა ცხოველები, რომლებიც პროთეზის მეშვეობით განაგრძობენ ცხოვრებას ! ! ! 2013, 29 აპრილი, 22:57
დაჭრილი და დაზიანებული ცხოველების შველა შეიძლება ისევე, როგორც ადამიანების, ხელოვნური პროთეზის მეშვეობით. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ცხოველებს ხელოვნური პროთეზის გამოყენების შემდეგ.
#
ნოკიოს გადასარჩენად საჭირო გახდა ოთხივე ფეხზე პროთეზის დამაგრება, ნოკიო ამის შემდეგ ჩვეულებრივი ძაღლივით გადაადგილდება. ( კოლორადო 12 აპრილი 2013 წ ). ნოკიომ ითხივე ფეხი დაიზიანა მოყინულ ადგილზე. # შავი კატა ოსკარი, რომელმაც ორი წლის წინ უკანა ფეხები დაკარგა და ექიმების ჩარევის შედეგად პროთეზი დაუყენეს# დელფინი, რომელსაც კუდი დაუზიანდა, იაპონელმა ვეტერინარებმა გამოიგონეს დელფინის კუდის შემცვლელი აპარატი, რომელიც არა თუ ჩამოუარდება იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ნამდვილი კუდი ფლობდა არამედ ტექნიკის მეშვეობით დელფინი უფრო მაღალ სიჩქარეს ანვითარებს წყალში. ( იაპონია 14 თებერვალი 2007 წ )# მარკო ვან დენ ბუმმა კონკრეტულად ამ ბულდოგისთვის გამოიგონა ბორბლებიანი აპარატი, რომლელიც ძაღლს გადაადგილებაში ეხმარება. ბულდოგს ფეხების ტრამვის შემდეგ არ შეეძლო ფეხებით საკუთარი სიმძიმის შეკავება და ფეხზე დადგომა, ეს აპარატი იჭერს ძაღლის სიმძიმეს და გადაადგილებაში ეხმარება ( 9 ნოემბერი 2012 წ ) # 48 წლის სპილოს სახელად მოტალას წინა კიდურებზე დაუმონტაჟეს პროთეზი, რის შედეგადაც იგი თავისუფლად გადაადგილდება ( ბანგკოკი 16 აგვისტო 2009 წ ) # tzvika, დაზიანებული კუ, რომელსაც ნაჭუჭზე მიმაგრებული აქვს ბორბლები, რადგან უკანა კიდურებს ვერ ამოძრავებს, კუ წინა კიდურებით მოძრაობს უკანა ნაწილ კი ბორბლების მეშვეობით ადვილად მიათრევს. ( თელავივი 5 იანვარი 2011 წ ) # ლალა, წინა კიდურები ცეცხლზე დაიზიანა, რის შედეგდაც მათი ამპუტაცია გახდა საჭირო, შემცვლელად კი ბორბლები დაუყენეს. ძაღლი უკანა ფეხებით მოძრაობს წინა მხარე კი უბრალოდ მიგორავს ( თელავივი 2010 წ 28 თებერვალი ) 131 18-ს მოსწონს
|