სამხრეთ კორეულმა კომპანიამ "სამსუნგმა" 2013 წელს, კომპანიის მოგების 40%-ით გაზრდის შესახებ გამოაცხადა. ამის უმთავრესი მიზეზი კი სმარტფონების გაყიდვის სწრაფი ზრდა გახდა.
კომპანიის მთლიანმა მოგებამ 6, 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 41%-ით მეტია.
სმარტფონების წარმოების უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ "Apple"-მა ცოტა ხნის წინ ათი წლის განმავლობაში პირველად მოგების შემცირების შესახებ გამოაცხადა. კომპანია "Apple"-ს განცხადებით 2013 წელს ათწლეულის განმავლობაში მოგება პირველად დაეცა.
გასულ წელს კომპანიის მოგება 11, 6 მილიარდი დოლარი იყო 2013 წელს ანალოგიურ პერიოდში კი კომპანიამ 9, 6 მილიარდი დოლარი მიიღო, ინვესტორები კი უფრო დაბალ შემოსავალს პროგნოზირებდნენ.
მართალია ეს კომპანია "სმარტფონებისა" და "პლანშეტების" ბაზარზე უძლიერეს მოთამაშედ რჩება, მაგრამ ინვესტორები შიშობენ, რომ "Apple"-ს წილი ბაზარზე, შეიძლება, შემცირდეს ისეთი კომპანიების გამო, როგორიც "სამსუნგია"
ჩემი აზრით სამსუნგი უფრო კარგ პროდუქციას აწარმოებს ვიდრე ეფლი.