x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135391
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
გოგონა მატარებელმა გაიტანა იმის გამო,რომ ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა(ვიდეო)

image11 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:25 წუთზე რტიშევსკის რაიონში 16 წლის გოგონა სამგზავრო მატარებლის ქვეშ მოჰყვა, რეისი "ვორკუტა-ადლერი".ამჟამად გოგონა, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. პირველადი მონაცემებით ყველაფერი იმის ბრალია, რომ გოგონა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და ვერ გაიგო მატარებლის მემანქანის გამაფრთხილებელი სიგნალი.გამოძიების ვერსიით რტიშევსკის რკინიგზის ტექნიკუმის პირველკურსელი გადადიოდა რტიშევო-პუკლინოს რკინიგზის ხაზის გადასასვლელზე, ხელში ეკავა მობილური, შეერთებული ჰქონდა ყურსასმენები და ხმამაღლა უსმენდა მუსიკას.მემანქანემ ხმოვან სიგნალთან ერთად შუქფარებიც აუნთო, მაგრამ უშედეგოდ, აღსანიშნავია, რომ საპირისპირო მხარედან 2 ადამიანი მოდიოდა, ისინიც უყვიროდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.გოგონა საავადმყიფოშია და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0