ქალი და მამაკაცი როგორ გავამყაროთ ურთიერთობა საპირისპირო სქესთან? 2013, 28 აპრილი, 14:34 ![]() კარგი ურთიერთობები მხოლოდ წყვილების საერთო მოქმედებას არ გულისხმობს, მეტად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობაც, იმის გააზრება თუ რა მოლოდინები გაქვთ ამ ურთიერთობიდან, ემთხვევა თუ არა ის საპირისპირო სქესის მოთხოვნილებებსა და მიზნებს.უნდა მოახდინოთ საკუთარი თავის შეფასება, ხომ არ ხართ პარტნიორისთვის რაიმე თვისების გამო მიუღებელი, თუ ეს ასეა და ეს პარტნიორი მნიშვნელოვანია თქვენთვის, მოგიწევთ მის გემოვნებას ისე მოერგოთ, რომ საკუთარი სახე არ დაკარგოთ, ასევე მასაც მოუწოდოთ რბილი ფორმით, რომ მცირე ნაკლის ატანა უნდა შეეძლოს და მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით არ უნდა განსაჯოს პარტნიორი. არ დაგავიწყდეთ, რომ ურთიერთობისას ორივე მხარისათვის უპირველესია პატიოსნება, ამიტომ ნუ გადაუხვევთ სიმართლის გზიდან! 82 2-ს მოსწონს
|