x
image
ნინიკ
რა უნდა ვიცოდეთ ჭიპზე პირსინგის გაკეთებისას

image
პირსინგის ისტორია ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან იწყება და თავიდანვე სხეულის მორთვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა. მაგალითად ზოგან ის სიმამაცესთან და გამბედაობასთან ასოცირდებოდა. დღეს-დღეობით ჭიპის პირსინგი ერთ-ერთი გავრცელებული პირსინგის სახეობაა, რომელსაც ახალგაზრდა თაობა დიდ პოპულარიზაციას უწევს.

imageჭიპირს პირსინგის პროცედურა არც თუ ისე რთული და უმტკივნეულო პროცედურაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, მთავარია მიმართოთ ამ საქმის პროფესიონალს. პროცესი მაქსიმუმ 10 წუთი გრძელდება: ჯერ იღებენ სინჯს ალერგიული ხომ არ ბრძანდებით, რის შემდეგაც ადგილს სპირტით კარგად ამუშავებენ, შემდეგ ინიშნება 3 ადგილი, გიკეთებენ გამაყუჩებელს და შემდეგ გიკეთდება ნახვრეტი ერთჯერადი სტერილური კათეტერით. გაყუჩების შემდეგ ეს პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.

ჭიპირს პირსინგს გახვრეტიდან 3 დღის განმავლობაში განსაკუთრებული მოვლა უნდა, დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოს საგულდაგულოდ და შეიხვეს (მაგალითად სანტავიკით).

imageიმისათვის რომ თქვენი პირსინგი არ გაღიზიანდეს, მის გაკეთებისას საყურის სახეობას უნდა მიაქციოთ ყურადღება, იგი უნდა იყოს აუცილებლად ქირურგიული მეტალის, ტიტანის.
არსებობს სხვადასხვა სახის ჭიპის საყურეები, მაგრამ თავიდან ჯობია იგი იყოს უბრალო (Bananabell), სპეციალური ფორმის გამო მცირდება მისი მოძრაობის საშიშროება, რის გამოც ჭრილობის მორჩენას უფრო აადვილებს.


პირსინგი არის უსაფრთხო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აკეთებს პროფესიონალი. ამ პროცედურის შესრულებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული სტერილიზაციის ნორმები, რომ არ მოყვეს მას შემდგომი გართულებები.


imageimage
imageimageimage


0
1257
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0