x
image
chekhe
ბერმუდის სამკუთხედი, ამოცანა ამოხსნილია + ფოტოები

imageკუბას სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიის ფსკერზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე გიგანტური ქალაქია განლაგებული.
მკვლევრების განცხადებით აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები 600 ფუტით დაბლაა ოკეანის დონეზე…მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალაქი ატლანტიდა 10 000 წელზე მეტს მოითვლის.
ქალაქის ცენტრში სფინქსის რამდენიმე ქანდაკებაა განლაგებული.ასევე ოთხი უზარმაზარი პირამიდა.აღმოჩენილია ასევე მცენარეები, შენობა-ნაგებობები და უცნაური ქანდაკებები, რომელთა დანიშნულება მეცნიერებს ჯერ არ გაურკვევიათ…
ჟურნალისტ ლუის ფერნანდეს მარიანას თქმით ატლანტიდა რამდენიმე ათწლეულის წინ იყო აღმოჩენილი, მაგრამ დახურული იყო ეს ზონა კუბაში არსებული გარკვეული კრიზისების გამო.
მართალია ეს სიახლე უკვე მეცნიერულად დაზუსტებულია, მაგრამ ეს მაინც არ პასუხობს იმას რაც რეალურად ბერმუდის სამკუთხედში ხდება.
მეცნიერების მტკიცებით აღმოჩენილი პირამიდებიდან ერთ-ერთი შუშისაა, ხოლო ამ ყველაფრის შესწავლა სპეციალური რობოტის საშუალებით მოხდა, წყალქვეშა ქალაქის არქიტექტურა მეცნიერებს უძველეს ლათინოამერიკულ, მათი აზრით, ტეოტიუკანების ცივილიზაციის არქიტექტურას აგონებს.
აღმოჩენა უცაბედი არ ყოფილა. თავიდან კუბის ხელისუფლებამ კანადელი მკვლევარები ოკეანის ფსკერის კარტოგრაფიული აღწერისათვის დაიქირავა, სწორედ ამ სამუშაოების დროს აღმოაჩინესწყალქვეშა ქალაქიც.imageimageimage


21
3551
14-ს მოსწონს
ავტორი:chekhe
chekhe
3551
  
2017, 11 დეკემბერი, 20:37
რაც მთავარია,ყველაფერი კარგად გიწერია.ყველაფრის ზუსტად წერა არ არის საჭირო.შესანიშნავი სტატიაა.
კარგი სტატიაა ტო,მე მომეწონა მაგალითად...
2013, 30 აპრილი, 22:54
მადლობა გავითვალისწინებ :))))
2013, 30 აპრილი, 22:19
:) შეიძლება. მიზანი გაამართლა შენიმა სათაურმა. საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს ცოტა მეტი ინფორმაცია რომ გეწეროს. ეს ზერელედ ნაწერია. ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემი შეხედულებაა. ნაშრომი ნამდვილად გაქვს მაგრამ როცა წერ ცოტა მეტი და ცოტა კარგად რომ დაწერო უკეთესი იქნება
2013, 30 აპრილი, 22:17
გეთანხმები რომ სათაური ზუსტად არ მაქვს ნათარგმნი მაგრამ ცოტა ხალხი უნდა დააინტერესო რომ შემოვიდნენ და სტატია ნახონ, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანიც და მგონი ყველაფრის მიუცედავად ძალიან საინტერესო სტატიაა :)))
2013, 30 აპრილი, 22:13
კარგი, მასე თუ მიგაჩნია მასე იყოს. მოცემულ ლინკზე არსებული სტატიის სათაურის თარგმანიც დავწერე კომენტარებში და ბერმუდის სამკუთხედზეც მცირეოდენი ინფორმაცია.
2013, 30 აპრილი, 22:12
მერწმუნე ყველაფერი არ ჩერდება და არ უჩინარდება უბრალოდ უმრავლესობა ;)))) ცოტა რამ ვიცი ბერმუდის სამკუთხედის შესახებ და ზოგი იმასაც ამტკიცებს რომ ეს არავითარი განსაკუთრებული ადგილი არ არის და ზუსტად იგივე შიხშირით ხდება გემების გაქრობა როგორც სხვა ადგილებში
2013, 30 აპრილი, 22:11
თქვენ დაწერეთ რომ ეს ყველაფერი ბერმუდის სამკუთხედში არ ვითარდება ხო ? სტატიის სათაურში კი წერია ბერმუდის სამკუთხედშიო მე ამაზე გიპასუხეთ და არა იმაზე თუ რა არის ამოხსნილი და რა არა :P ბევრს დღემდე აინტერესებდა რა იყო ბერმუდის სამკუთხედის ძირზე და რატომ ხდებოდა ეს მოვლენები მანდამაინც ამ ადგილზე ჩემი ნათარგმნი სტატია კი სწორედ ამას პასუხობს :P მგონი შემთხვევითობა არ უნდა იყოს ბერმუდის სამკუთხედში სფინქსის და პირამიდების პოვნა :) და ბევრი მეცნიერის აზრით ბერმუდის სამკუთხედში იმაზე ხშირად არ უჩინარდება გემები და წყალქვეშა ნავები ვიდრე სხვა ადგილებში :) რავიცი რავიცი მე რაც ვნახე ის ვთარგმნე და დავწერე :) და მგონი ამით ამოცანაც ამოიხსნა :))))
2013, 30 აპრილი, 18:59
:) სათაურში წერია "Atlantis Found: Giant Sphinxes, Pyramids In Bermuda Triangle (update)"
"ატლანტიდა ნაპოვნია: გიგანტური სპინქსი, პირამიდები ბერმუდის სამკუთხედში"

მთელი ტექსტის თარგმანი დავწერო? :) სად წერია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოა ამოხსნილიო? :) დღევანდელი მეცნიერებისთვის ზოგადად მაგნიტური ველი რა არის ეგეც არაა ცნობილი :D იციან რომ არის და მორჩა. იციან მისი თვისებები, როგორ წარმოიქმნება, მაგრამ ვერ ხსნიან რა არის.
2013, 30 აპრილი, 15:57
არვიცი მე ეს ინფო უცხოური საიტიდან ვთარგმნე სადაც გარკვევით ეწერა ბერმუდის სამკუთხედშიო სათაურშიც კი აი ლინკი და თუ გინდა გადაამოწმე http://www.riseearth.com/2012/10/atlantis-found-giant-sphinxes-pyramids.html :))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10