x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
XVII საუკუნის ყველაზე ამაზზრზენი დამახინჯების ხელოვნება

კომპარჩიკოსობა _ XVII საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ხელოვნება რომლის ჩინეთში ჩამოყალიბდა, კომპარჩიკოსების ხელოვნების მთავარი აზრი იყო ადამიანის სრულყოფილ "სიმახინჯედ" ჩამოყალიბება.
image
















ვიქტორ ჰიუგო : კაცი რომელიც იცინის

წინასწარი თავი II


"კომპარჩიკოსები"

1

ჩვენს დროში ვის ესმის სიტყვა "კომპარჩიკოსები", ვისთვისაა გასაგები ამ სიტყვის მნიშვნელობა?

კომპარჩიკოსები, ანუ კომპარაპეკენოსები არაჩვეულებრივ, საზიზღარ მაწანწალათა კრებულს წარმოადგენდა. იგი საკმაოდ ცნობილი იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში და უკვე მივიწყებული მეთვრამეტე საუკუნეში, ასე რომ, ახლანდელ დროში მათ შესახებ აღარავინ იცის რა. კომპარჩიკოსები, ისე როგორც "მემკვიდრეთა საწამლავი",

ძველი საზოგადოებრივი წყობილების დამახასიათებელ დეტალს წარმოადგენდნენ. ეს კაცობრიობის ძველი ზნეობრივი სიმახინჯის სურათის ნაწილი იყო. ისტორიის თვალსაზრისით, რომელიც სხვადასხვა მოვლენას ერთად აჯგუფებს, კომპარჩიკოსები იმ უზარმაზარი მოვლენის განშტოებას წარმოადგენენ, რომელსაც მონობა ეწოდა. თქმულება ძმებისგან გაყიდული იოსების შესახებ კომპარჩიკოსებზე მოთხრობის ერთ-ერთი ეპიზოდია. თავიანთშესახებ კომპარჩიკოსებმა ცნობა ესპანეთისა და ინგლისის სისხლის სამართლის კოდექსებში დატოვეს. ინგლისის საკანონმდებლო აქტების ბნელ ქაოსში გარკვევისას, აქა-იქ წააწყდებით ამ საზარელი მოვლენის კვალს, ისე როგორც ველურის ფეხის ნაკვალევს შეიძლება წააწყდეთ დაბურულ ტყეში.

"კომპარჩიკოსები", აგრეთვე, "კომპარაპეკენოსები" ესპანური შედგენილი სიტყვაა და "და ბავვშვების შემსყიდველს" ნიშნავს.

კომპარჩიკოსები ბავშვებით ვაჭრობას მისდევდნენ.

ყიდულობდნენ და ყიდიდნენ.

თუმცა ისინი ბავშვებს არ იტაცებდნენ. ბავშვების მოპარვა უკვე სხვა ხელობა იყო.

მაგრამ რასუშვებოდნენ კომპარჩიკოსები ბავშვებს?


ისინი ბავშვებს ამახინჯებდნენ


რისთვის ამახინჯებდნენ?


გასართობად


ხალხსა და, აგრეთვე, მეფეებსაც გართობა სწირდებოდათ. გზაჯვარედინებს ჯამბაზი უნდოდა, სასახლეებს_პამპულა, პირველს "ტიურლუპენს" ეძახიან, მეორეს კი "ტრიბულეს".

ის ძლიერი ლტოლვაა, რასაც ადამიანი მხიარულებისადმი მისწრაფებაში იჩენს, ხანდახან ფილოსოფოსთა ყურადღების ღირსი ხდება.

რას უნდა წარმოადგენდნენ ეს შესავალი ფურცლები?

ეს იქნება წინათავი ყველაზე უფრო შაშინელი წიგნისა, რომელიც შეიძლება დასათაურებულიყო ასე : "უბედურთა ექსპლოატაცია ბედნიერთაგან ".


2

ისტორიაში არაერთხელ შეგვიმჩნევია ისეთი მოვლენა, როდესაც ბავშვი დიდების სათამაშო-გასართობად ყოფილა განკუთვნილი.ასეთი რამ ჩვენს დროშიც ხდება. გულუბრყვილო, სასტიკ ეპოქებში ეს მოვლენა განსაკუთრებულ საშემოსავლო ხელობად იყო ქცეული. მეჩვიდმეტე საუკუნე, დიდებულ საუკუნედ წოდებული, ერთია ასეთი ეპოქათაგანია. ეს საუკუნე ზუსტად ბიზანტიური ზნე-ჩვეულებისა იყო: მიამიტობა გარყვნილობას ეფარდებოდა, ხოლო სიმკაცრე _ მგრძნობიარობას. ეს ცივილიზაციის თავისებური მრავალსახეობაა! იგი ფიცხვერ მოგაგონებთ, რომელიც კოცონზე დამწვართა და ბორბლით დაფლეთილთა შესახებ საკმაოდ ლაქლაქებდა. ამ საუკუნეში ბავშვთა ექსპლოატაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო: მეჩვიდმეტე საუკუნის მეხოტბე ისტორიკოსებმა ეს მუწუკი დამალეს' მაგრამ იმისი მიჩქმალვა კი ვეღარ შეძლეს, რომ ვენსენ დე პოლი ცდილობდა ეს მუწუკი როგორმე გამოერწყო და მოერჩინა.

image

ადამიანისაგან რომ კარგი სათამაშო გაეკეთებინათ, წინასწარვე უნდა შესდგომოდნენ საქმეს. ბავშვის ჯუჯად გარდაქმნა სულ პატარაობიდან უნდა დაეწყოთ. ბავშვებს გასართობად იყენებდნენ, ტანადი ბავშვი არცთუ იმდენად სასაცილოა, კუზიანზე კი უფრო იცინებს კაცი.

ქედან იწყებოდა ნამდვილი ხელოვნება. არსებობდნენ საამისო სპეციალისტები: ნორმალურ ადამიანს ამახინჯებდნენ. სახეს დრუნჩს დაუმსგავსებდნენ. ძრდას შეუწყვეტდნენ. ბავშვს სულ გადაასხვაფერებდნენ. მახინჯების ხელოვნური გამოყვანა განსაკუთრებული წესისამებრ ხდებოდა. ეს თავისებური მეცნიერება იყო. წარმოიდგინეთ ორთოპედია შებრუნებით.

ადამიანის ნორმალურ გამოხედვას სიელმით შეცვლიდნენ. სახის ნაკვთების ჰარმონიას სიმახინჯით არღვევდნენ. ბუნებისაგან შექმნილი სრულყოფილი არსებიდან მის უარყოფითს, შავ ანარეკლსღა ტოვებდნენ. დამახინჯების ოსტატთა თვალში ეს შავი ანარეკლი ითვლებოდა სრულყოფად.


ბუნებრივი სახის დამახინჯების ასეთსავე ცდას პირუტყვებზეც აწარმოებდნენ : მაგალითად, გამოიგონეს ამლაყი ფერის ცხენი. ტიურნეს ამლაყი ფერის ცხენი ჰყავდა. ჩვენს დროშიც ხომ არ ღებავენ Xაღლებს ცისფრად ან მწვანედ? ბუნება კანვაა. ადამიანი ოდითგანვე მიისწრაფოდა, ღვთისაგან შექმნილისათვის თვითონაც მიემატებინა რაიმე. ადამიანი ბუნებისგან შექმნილს ხან აუმჯობესებს ხან აფუჭებს ...




2
215
3-ს მოსწონს
ავტორი:Bastian
Bastian
215
  
2013, 27 აპრილი, 16:48
ეგ ნაწყვეტია მხოლოდ
ეროვნებით ბასკები იყვნენ კომპრაჩიკოსები....ესე წერს ვიქტორ ჰიუგო
0 1 2