დინოზავრების გადაშენებიდან მილიონი წლის შემდეგ არსებობდა გველის სახეობა, რომლის ზომის გაფიქრებაც კი თავზარს სცემდა ადამიანს. 60-58 მილიონი წლის წინ კოლუმბიის ჯუნგლებში ბინადრობდა ტიტანობოა. ჩვეულებრივ მისი სიგრძე აღემატებოდა 15 მეტრს და ტონამდე იწონიდა. ტიტანობოას ზომა განპირობებული იყო იმ კლიმატით რომელშიც ცხოვრობდა. ჩვეულებრივზე თბილი ტემპერატურა ორგანიზმის გაზრდის უნარს ანვითარებს რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლიც იმაზე დიდი ზომის იყო ვიდრე ცივ კლიმატში მცხოვრების.
ეს კოლოსალური გველი გამოიყურებოდა ისე როგორც თანამედროვე ბოა მაგრამ მოქმედებდა ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ ანაკონდაზე ძლიერ. ის იყო ტბის უზარმაზარი მონადირე, რომელსაც შეეძლო ეჭამა ნებისმიერი ცხოველი რომელზეც ნადირობდა. მისი ტანის დიამეტრი თითქმის ადამიანის წელის გარშემოწერილობის ტოლი იყო.
მისი ხანგრძლივი სიცოცხლე ტბაში მუდმივი წვიმებით, მდიდარი მცენარეული საფარითა და ცხოველური რესურსით იყო გამოწვეული.
მდინარის აუზი, სადაც ტიტანობოა ბინადრობდა სავსე იყო გიგანტური კუებითა და ნიანგებით. ასევე აქ ბინადრობდა ყველაზე დიდი თევზი რომელიც ამაზონის დღევანდელ მცხოვრებლებს სამჯერ აღემატებოდა.