გერმანული პრესის ცნობით, ჟოზე მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, მადრიდის "რეალს" შესაძლოა იუპ ჰაინკესი ჩაუდგეს სათავეში.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ჰაინკესით ინტერესდება, რომელსაც მაისში 68 წელი შეუსრულდება.
შეგახსენებთ, რომ იუპი "რეალს" 1997/98 წლების სეზონში წვრთნიდა. მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, ის გუნდიდან გაუშვეს, რადგან ლა ლიგაში მე-4 ადგილი ფიასკოდ მიიჩნიეს.