x
image
ნინიკ
არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი, ის მაინც შეიცვლება - დალაი ლამას გამონათქვამები, რომლებიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

image


თუმცა ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის - ის მაინც საჩუქარია.

შური - დროის უაზო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.

ჩვენ რომ ჩვენი პრობლემები დაგვეგროვებინა და შეგვედარებინა სხვების პრობლემების გროვასთან, მაშინათვე საკუთარს ავიღებდით ისევ.

დაბერება უკეთესი ალტერნეტივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.

ისეირნე ყოველ დღე. სასწაულები ყველგან ხდება

ცხოვრებას არ უნდა შესწავლა. შენ გაჩნდი მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.

სერიოზულად ნუ აღიქვამ საკუთარ თავს. ამას მაინც არავინ აკეთებს.

არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი - ის მაინც შეიცვლება.

დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.

ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.

შენს გარდა, არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

არასდროს არის გვიან იქონიო ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

ექსცენტრიულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ.

მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს, ის, რაც მოსახდენია.

თავი დაანებე ყველაფერს, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სამხიარულო.

დაწვი სანთლები, იხმარე ხარისხიანი ზეწრები და ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი დაიტოვო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღესაა.

ღრმად ჩაისუნთქე. ეს აზრებს აწყნარებს.

როცა დადგება დრო მიჰყვე იმას, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, არ თქვა უარი.

ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.

სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს

არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.

შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გაგიფუჭოს აწმყო.

როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთ დაგეხმარება, ვიდრე მარტოობაში ტირილი

თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.

თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა.

0
7626
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
7626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0