სხვა ფრენსის სტოკ ფიცჯერალდი. 2013, 25 აპრილი, 16:34 დაიბადა 1896 წლის 24 სექტემბერს, დაბადების ადგილი სენტ-პოლი, მინესოტის შტ, ამერიკელი მწერალი. აღიარება მოუტანა პირველივე რომანმა "სამოთხის ეს მხარე" 1920 წელს. რომელშიც დიდი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით აიხსნა ომის შემდგომი პერიოდის ახალგაზრდობის მსოფლშეგრძნება. იმ დროინდელი საუკეთესო მოთხრობების კრებული იყო "თავქარიანები და ფილოსოფოსები" (1922) " ჯაზის საუკუნის მოთხრობები" (1922), რომანი "მშვენიერი და შეჩვენებული" (1922) და, განსაკუთრებით, რომანი "დიდი გეტსბი" (1925) რომელშიც აშკარად გამოჩნდა ე. წ. "ამერიკული ილუზიების" მსხვრევის მძიმე განცდა. ეს მოტივი ისმის აგრეთვე მოთხრობების კრებულში "ეს მოწყენილი ახალგაზრდები"(1926). ევროპაში ამერკელტა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებია აღწერილი რომანში "წყნარი ღამე" (1934). ფიცჯერალდის სიკვდილის შემდეგ, 1941 წელს გამოქვეყნდა ჰოლივუდის ცხოვრების ამსახველი დაუმტავრებელი რომანი "უკანასკნელი მაგნატი" ის გარდაიცვალა 1940 წლის, 21 დეკემბერს, ჰოლივუდში... ფიცჯერალდის ნაწარმოებები გამოირჩევა დახვეწილი სტილით, ღრმა ფსოქოლოგიზმითა და რომანტიკით.. 69 25-ს მოსწონს 2-ს არა
|