x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ბოდიში სინანულის გარეშე

imageოსლოში სასამართლო მოსმენების მეხუთე დღეს ანდერს ბრივიკმა განაცხადა- რომც ცოდნოდა რომ კუნძულ უტოიაზე ნახევარზე მეტი 18 წელზე პატარა მოზარდები იყვნენ, მაინც დახვრეტდა აქ შეკრებილებს.

”ბი-ბი-სი”-ს ცნობით, ბრეივიკმა ისიც აღნიშნა, რომ ბოდიშს უხდის მათ ვინც ნორვეგიის მთავრობასთან კავშირში არ იყვნენ. მისი თქმით, სხვა მსხვერპლის მიმართ იგი დანაშულის გრძნობას არ განიცდის.

დღეს ბრეივიკი 2011 წლის ივლისში 77 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას დაასრულებს. შეგახსენებთ, ბრეივიკმა აღიარა რომ ნორვეგიის დედაქალაქის ცენტრში ჯერ აფეთქება მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში ათობით ადამიანი დახვრიტა.

33 წლის ნორვეგიელის თქმით, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ის კეთილი ადამიანია, თუმცა ტერაქტის განხორციელებისას მან ” საკუთარი ემოციები ჩართო.” 20 აპრილის ჩვენებაში ბრეივიკმა მოყვა, როგორ მივიდა ის კუნძულზე პოლიციის ფორმაში გამოწყობილი და ბანაკის დაცვას უთხრა რომ ის კუნძულზე ქალაქში მომხდარი აფეთქების გამო გამოუშვეს. სანამ პირველ მსხვერპლს დახვრეტდა კი მას ”ასი ხმა” ჩაესმოდა, რომლებიც ეძახდნენ ”არ გააკეთო ეს”. თუმცა, ორი წამის მერყეობის შემდეგ მან სასხლეტს გამოკრა, ორი ადამიანი მოკლა და გააგრძელა მკვლელობები. როდესაც ტყვიები გამოელია, მან იარაღი თავიდან დატენა:”ხალხი შეწყალებას მთხოვდა, თუმცა მე უბრალოდ მათ თავში ვესროდი.”-აღნიშნა ბრეივიკმა, რომელმაც დაამატა, რომ ზოგიერთი მათგანი თავს გარდაცვლილად აჩვენებდა, თუმცა მან კარგად იცოდი ეს ასე რომ არ იყო და მათ თავიდან ესროდა.

ბრეივიკი 77 ადამიანის მკვლელობას აღიარებს, თუმცა იურიდიულად თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი თქმით, იგი ნორვეგიის მულტიკუტურიზმისაგან დასაცავად მოქმედებდა.

იმის მიხედვით, ბრეივიკს ფსიქიკურად შეურაცხადად აღიარებენ თუ არა, მას ან ციხეში პატიმრობას მიუსჯიან ან ფსიქიატრიულ მკურნალობას. თავად, ბრეივიკი ირწმუნება რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელია. ბრეივიკი ჩვენებას ხუთი დღის განმავლობაში აძლევდა. მთელი სასამართლო პროცესი კი, როგორც აღნიშნავენ, ორ ნახევარ თვეს გასტანს.

2
94
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
94
  
2012, 24 აპრილი, 11:30
ღმერთის მაინც არ ეშინიათ??ამ არსებას როგორ უნდა მიუსაჯონ მხოლოდ 21 წელი ხალხო?! ესეიგი იმ თითოეული ადამიანის სიცოცხლე 77-იდან,რაა მხოლოდ 3 თვედ შეაფასეს??!გასაგებია რომ სიკვდილით დასჯა მაგათი კანონმდებლობით არ არის მაგრამ,არც სამუდამო პატიმრობაა??!თუმცა ამისთვის ეგაც ცოტაა ჩემი აზრით!!!
2012, 23 აპრილი, 19:54
სიფათიც კი საშიში აქვს!მ
0 1 2